როგორ გავხსნათ ღვინის ბოთლი გასახსნელის გარეშე
ეს რჩევები დაგეხმარებათ, მოხსნათ საცობი ღვინოს, გასახსნელის გარეშე.
შურუპი
აიღე გრძელი შურუპი რათა ღრმად ჩავიდეს საცობში და ფიგურული სახრახნისი, რომ ჩაახრახნოთ შურუპი კორპში.
ბრტყელტუჩას დახმარებით დაიწყეთ შურუპის ზემოთ ამოქაჩვა. საცობი მასთან ერთად ამოვა.
სცადეთ იგივე გასაღებით
მყარად ჩასვით გასაღები კორპის კიდეში 45 გრადუსიანი კუთხით. როდესაც გასაღების ორ მესამედზე მეტი ჩავა საცობში, გადაატრიალეთ იგი და ნაზად ამოაძრეთ.
გამოიყენეთ დაკბილული დანა
ფრთხილად ჩაარჭეთ დაკბილული დანა კორპში. დანა აუცილებლად უნდა იყოს დაკბილული, რომ დაიჭიროს საცობი. დაატრიალეთ დანა, სანამ საცობი არ გამოვა.
კესო კვარაცხელია