როგორ ავარჩიოთ ლატარეისთვის იღბლიანი ნომრები (+ საიდუმლო მეთოდი) - rogor.ge

როგორ ავარჩიოთ ლატარეისთვის იღბლიანი ნომრები (+ საიდუმლო მეთოდი)

ეს ძალიან დიდი და არც თუ ისე იოლი ნაბიჯია მაშინაც კი, როცა მოგების შესაძლო რამდენიმე გზა იცით. ჩვენ თავი მოვუყარეთ რამდენიმე სტრატეგიას, თუ როგორ უნდა აირჩიოთ ლატარიის ნომრები, მოგების შანსის გასაზრდელად.

გამოიყენეთ სტატისტიკა

პირველი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდი - სტატისტიკაზე დაკვირვებაა. გადახედეთ ბოლო გათამაშებების ისტორიას და ამოიწერეთ ფურცელზე ლოტოტრონში ამოსული ციფრები. შემდეგ, გაფილტრეთ ყველაზე ხშირად ამოსული რიცხვები. თქვენ შეიძლება დაიჯეროთ, რომ ზოგიერთი რიცხვი წარმატების ზოლშია და გამოიყენოთ ისინი რწმენით, რომ კვლავაც ამოვა.

გაიგეთ თქვენი ბედნიერი რიცხვები

ინდივიდუალური ბედნიერი რიცხვების გაგებაში ნუმეროლოგია და ჰოროსკოპი დაგეხმარებათ. გამოთვალეთ თქვენი ბედისწერის რიცხვი, გაიხსენეთ მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებიც რაღაც კარგ მოვლენებთანაა დაკავშირებული და გამოიყენეთ ისინი. ბედნიერი რიცხვები, რომლებთანაც ბავშობიდან გრძნობდით ძლიერ კავშირს, შეიძლება გახდეს თქვენი გზა, ლატარეის მოგებისკენ.

ე.წ. Wheely სისტემები ლატარიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა, რადგან მათ დაადგინეს "სანდო" მეთოდი, რომლითაც ირჩევთ თქვენს ლატარიის ნომრებს. თუ ლატარეა ნომრებს სატრიალებელი მექანიზმის - „ბორბლის“ მეშვეობით ირჩევს, ასეთ თამაშებში ყველაზე ხშირად ამოსული ნომრებია - 6 და 8. ამ ციფრებით შეგიძლიათ დააგენერიროთ 54 კომბინაცია. მაგალითად:

6 - 8 - 17 - 28 - 34

6 - 8 - 17 - 28 - 35

8 - 17 - 28 - 34 - 35

6 - 17 - 28 - 34 - 35

6 - 8 - 28 - 34 - 35

6 - 8 - 17 - 34 – 35

მოგების შანსს გაზრდით, რამდენიმე ბილეთის შევსებით, ამ რიცხვების სხვადასხვა კომბინაციით.

კიდევ ერთი მარტივი მეთოდი - რიცხვების შემთხვევითი შერჩევაა. უბრალოდ, დაუფიქრებლად აიღეთ ბილეთი, ავტომატური შერჩევის მეთოდის გამოყენებით.

capture-1653979704.jpg

კიდევ ერთი მეთოდი, სქემის მიხედვით შერჩევაა. შეგიძლიათ აირჩიოთ ჯვრის, იქსის, წრიული ან სხვა ფორმის მიხედვით. მთავარია, სქემის არჩევისას თავი იგრძნოთ კომფორტულად.

2-1653979731.jpg

კომპლექსური მეთოდი ლატარიის ნომრების შესარჩევად არის Delta სისტემის გამოყენება. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, განსაზღვრო სავარაუდო გასათამაშებელი ნომრები.

დაიწყეთ დაბალი რიცხვებით, მაგალითად, აირჩიეთ 3. შემდეგ ორი სხვა რიცხვი 1-დან 8-მდე. ვთქვათ, 1-3-7. შემდეგ, აირჩიეთ კიდევ ორი ციფრი 8-დან 15-მდე. მაგალითად, 10 და 14.

დელტას თანმიმდევრობაა 1-3-7-9-14. ახლა, შეაჯამეთ ეს რიცხვები.

1 + 3 + 7 + 9 + 10 + 14 = 44

თქვენ მიიღეთ რიცხვი - 44. ახლა კვლავ დაუბრუნდით დელტა რიცხვებს. 3-9-1-10-7-14. პირველი ნომერი ასევე დაემატება თქვენს თამაშს. ამ შემთხვევაში ეს იქნება 3.

პირველი რიცხვიდან შეაჯამეთ თითოეული რიცხვი მომდევნო რიცხვთან თანმიმდევრობით:

  • 3 + 9 = 12
  • 9 + 1 = 10
  • 1 + 10 = 11
  • 10 + 7 = 17
  • 7 + 14 = 21

შედეგად ვიღებთ შემდეგ კომბინაციას: 10-11-12-17-21-44.

ასე მუშაობს დელტა სისტემა.

გისურვებთ წარმატებას!

თეა ინასარიძე