საცხობი სოდის გამოყენების 5 გზა თქვენს ბაღში
თქვენს ბაღშიც შეგიძლიათ იმაზე სასარგებლოდ გამოიყენოთ საცხობი სოდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან საკმაოდ სასარგებლოა მცენარის მოსვლისთვისაც.
განდევნეთ მავნებლები: დააყარეთ ცოტაოდენი სოდა ბაღის ნიადაგზე ან ქოთნებზე. ეს ხელს შეუშლის ჭიანჭველებისა და სხვა მავნე მწერების მიახლოებას.
აკონტროლეთ პარაზიტები: გააზავეთ 1 სუფრის კოვზი საცხობი სოდა 1 ლიტრ წყალში და ოდნავ შეასხურეთ სუბსტრატის ზედაპირზე, რათა განვდევნოთ პარაზიტები, რომლებიც აავადებენ მცენარეებს.
მოერიდეთ სარეველას – დაასხით სოდის სქელი ფენა სარეველას, რომლის მოშორებაც გსურთ. ეს შეასუსტებს მას 2-3 დღეში.
გამოკვებეთ თქვენი მცენარე - გახადეთ თქვენი მცენარეების ფოტოსინთეზი უფრო ოპტიმალური, ცოტაოდენი ძმრიანი სოდის შესხურებით. შეასხურეთ ფოთლებს და ნახეთ შედეგი. თუ ხედავთ გაუმჯობესებას, გამოიყენეთ კვირაში 1-ჯერ.
სოკოს მოშორება: 4 ლიტრი წყალი შეურიეთ 4 სუფრის კოვზ სოდას. წაუსვით მცენარეებს სოკოებით გამოწვეულ შავ ლაქებთან საბრძოლველად.
ევა რუაძე
წყარო: sharingideas.me