როგორ შევარჩიოთ ფლეშკა (მეხსიერების ბარათი)
მოცულობა - ფლეშკის ძირითადი მახასიათებელია. დაფიქრდით, რა მოცულობის მახსოვრობა დაგჭირდებათ სამუშაოს ნორმალურად შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ ერთი კომპიუტერიდან სხვაზე მხოლოდ ტექსტური ინფორმაციის გადატანა, შეარჩიეთ მინიმალური მახსოვრობის მქონე ვარიანტი. ხოლო ვიდეოს, სურათების, მუსიკისა და საოფისე ფაილებთან სამუშაოდ აირჩიეთ საკმარისი მოცულობა: მინიმუმ 2GB, მაღალი ხარისხის ფილმებისთვის კი 16GB.
წაკითხვის სიჩქარე - შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. დღესდღეობით ყველა ფლეშკა კომპიუტერს USB პორტით უკავშირდება. ჩაწერის სიჩქარეა დაახლოებით 10 MB/Sec, ხოლო კითხვის სიჩქარე კიდევ უფრო მეტია. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობაზე ნახავთ წარწერას Speed-hi ან Ultra Fast, ეს ნიშნავს, რომ იგი გამოირჩევა ამოცანის შესრულების უფრო მაღალი სიჩქარით.