როგორ მოვამზადოთ “ტრდელნიკი” სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ “ტრდელნიკი” სახლის პირობებში

ცომის ზოლებს ახვევენ ცილინდრზე და ცხელ ნახშირზე აცხობენ. გამომცხვარ ტრდელნიკს ზემოდან აყრიან დარიჩინს ან თხილით შეზავებულ შაქარში ავლებენ. სლოვაკები და ჩეხები ხშირად მოიხსენიებენ ტრდელნიკს, როგორც მათ ეროვნულ ტკბილეულს.

ცომის ზოლები უნდა დაახვიოთ მომზადებულ ფორმაზე მსუბუქად, რათა ერთმანეთს მიეკრას. თუ ფორმა არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუმინის ქაღალდის რულონი.

ინგრედიენტები:

trdelnik-ingredients-1653651434.jpg

  • ფქვილი 290 გ.
  • რძე; ნელ-თბილი 160 მლ.
  • ქონი; გამდნარი/დარბილებული 30 გ.
  • კარაქი; გამდნარი/დარბილებული 30 გ.
  • გრანულირებული შაქარი 1 ს/კ.
  • მშრალი საფუარი 1/2 ს/კ.
  • კვერცხის გული 3 ც.
  • მარილი გემოვნებით

ამოსავლებად:

1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 6 ს/კ. შაქარი და 1/2 ს/კ. დაფქული დარიჩინი.

ინსტრუქცია:

სანამ გამოცხობას დაიწყებდეთ, მოამზადეთ ფორმა ტრდელნიკისთვის. თუ სპეციალური ფორმა არ გაქვთ, გამოიყენეთ ალუმინის ქაღალდის რულონი. მას ცოტაოდენი კარაქით წაუსვით.

ოდნავ შეათბეთ რძე. ჩაასხით მშრალი საფუარი და ცოტა შაქარი, აურიეთ. გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთის განმავლობაში გასააქტიურებლად.

activated-instant-yeast-1653651467.jpg

ჩაყარეთ ფქვილი დიდ თასში. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ცოტა მარილი, კვერცხის გული. გაადნეთ კარაქი და ღორის ქონი (გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში) და დაამატეთ თასში. ბოლოს დაასხით ადუღებული საფუარის ნარევი.

making-trdelnik-pastry-1653651480.jpg

მას შემდეგ, რაც ცომი გლუვი და ელასტიკური გახდება, დატოვეთ თბილ ადგილას 45 წუთის განმავლობაში.

yeast-dough-for-trdelnik-1653651575.jpg

ამოსული ცომი დაყავით ნაჭრებად და შემოახვიეთ ცომი ალუმინის ქაღალდიან რულონებს (ფოლგა). ცომის ზოლის ბოლო შეუკეცეთ მჭიდროდ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

making-czech-trdelnik-1653651500.jpg

making-trdelnik-1653651525.jpg

მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 °C-ზე და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.

ამასობაში საცხობ ფორმას მოაყარეთ შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი, შემდეგ აურიეთ. გამომცხვარი ტრდელნიკი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და წაუსვით გამდნარი კარაქი. ბოლოს ყველა მხრიდან ამოავლეთ შაქრიან მასაში.

trdelnik-coating-in-sugar-1653651542.jpg

ევა რუაძე

წყარო: cooklikeczechs.com