როგორ მოვამზადოთ “ტრდელნიკი” სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
ამოსავლებად:
1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 6 ს/კ. შაქარი და 1/2 ს/კ. დაფქული დარიჩინი.
ინსტრუქცია:
სანამ გამოცხობას დაიწყებდეთ, მოამზადეთ ფორმა ტრდელნიკისთვის. თუ სპეციალური ფორმა არ გაქვთ, გამოიყენეთ ალუმინის ქაღალდის რულონი. მას ცოტაოდენი კარაქით წაუსვით.
ოდნავ შეათბეთ რძე. ჩაასხით მშრალი საფუარი და ცოტა შაქარი, აურიეთ. გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთის განმავლობაში გასააქტიურებლად.
ჩაყარეთ ფქვილი დიდ თასში. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ცოტა მარილი, კვერცხის გული. გაადნეთ კარაქი და ღორის ქონი (გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში) და დაამატეთ თასში. ბოლოს დაასხით ადუღებული საფუარის ნარევი.
მას შემდეგ, რაც ცომი გლუვი და ელასტიკური გახდება, დატოვეთ თბილ ადგილას 45 წუთის განმავლობაში.
ამოსული ცომი დაყავით ნაჭრებად და შემოახვიეთ ცომი ალუმინის ქაღალდიან რულონებს (ფოლგა). ცომის ზოლის ბოლო შეუკეცეთ მჭიდროდ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 °C-ზე და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.
ამასობაში საცხობ ფორმას მოაყარეთ შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი, შემდეგ აურიეთ. გამომცხვარი ტრდელნიკი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და წაუსვით გამდნარი კარაქი. ბოლოს ყველა მხრიდან ამოავლეთ შაქრიან მასაში.
ევა რუაძე
წყარო: cooklikeczechs.com