როგორ გამოვთვალოთ ბედის ციფრი და რას ნიშნავს ის (ნუმეროლოგია) - rogor.ge

როგორ გამოვთვალოთ ბედის ციფრი და რას ნიშნავს ის (ნუმეროლოგია)

მაგალითად: თქვენ დაიბადეთ 1980 წლის 24 სექტემბერს (24.9.1980) წელი. ციფრები მიუმატეთ ერთმანეთს:2+4+9+1+9+8+0=33.შემდეგ ვაჯამებთ მიღებულ ციფრს 3+3=6. მივიღეთ ბედის ციფრი 6,რასაც თავისი შესაბამისი ინტერპრეტაცია აქვს.

ციფრი

ამ ციფრის პატრონები არიან ძალიან სექსუალურები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში უჭირთ ამოირჩიონ ცხოვრების თანამგზავრი, რაც მიგვითითებს მათ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ. თუმცა ამ ციფრის მფლობელებს იზიდავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც სერიოზულად უყურებენ ცხოვრებას, მაგრამ მათ ყოველთვის არ ესმით, ის, რომ სასიყვარულო ან პარტნიორული ურთიერთობა გვთავაზობს თანასწორუფლებიან კავშირს, არა მხოლოდ საწოლში, არამედ ზოგადად ურთიერთობებში. თუ მათ გააკეთეს თავისი არჩევანი, საბოლოო ჯამში იქნებიან მოსიყვარულე მეუღლეები და მზრუნველი მშობელები.

ციფრი

ასეთი ადამიანებისთვის აუცილებელია ოჯახური კომფორტი, სიმყუდროვე, სიმშვიდე, ამიტომ მათ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ საღი აზრი და პრაქტიკულობა. სექსუალური ლტოლვა შეიძლება მეორეხარისხოვანი გახდეს და ადგილი დაუთმოს გრძელვადიან სასიყვარულო ურთიერთობებს. მგზნებარე ვნებების გარეშე ოჯახი არ დაკარგავს ბედნიერებას. ასეთი ადამიანები - ერთგულნი და უღალატონი არიან.

ციფრი

ასეთ ადამიანებს ძლიერი ლტოლვა გააჩნიათ საპირისპირო სქესის მომხიბვლელი წარმომადგენლებისადმი. თავადაც მომხიბვლელნი არიან და ადვილად იზიდავენ ადამიანებს. მაგრამ სტაბილური ოჯახისთვის აუცილებელია ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მომხიბვლელობა, ამიტომ ასეთმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს ადამიანების შინაგანი სამყარო. ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით ახალგაზრდობაში ბევრი ვარდება ილუზიაში. მსგავსმა იდეალიზმა და ოჯახის შექმნის საკითხში არასწორმა დამოკიდებულებამ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს. მათ უნდა ისწავლონ და მიხვდნენ იმას, რომ ერთადერთი გარანტია ოჯახის სიმყარისა ეფუძნება პარტნიორის ინტერესებს, ასევე ერთობლივ მოქმედებას. ეს ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას გააძლიერებს.

ციფრი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები საკმაოდ ჩაკეტილები არიან, ყველას ესაჭიროება ჩვეულებრივი ოჯახი და ჭეშმარიტი სიყვარული. მათ უფრო სხვა ოჯახური ფასეულობები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში, ფლირტი და სექსი არ აინტერესებთ, მათთვის მთავარი სიყვარულია, რასაც სერიოზულად ეკიდებიან. ურთიერთობებში მთავარ მიზნად ქორწინებას ისახავენ. ციფრი 4-ის პატრონები არ გადადგამენ სერიოზულ ნაბიჯს მანამ, სანამ ბოლომდე არ გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში. ისინი შორს არიან რომანტიკული ურთიერთობებისაგან და უფრო რაციონალურ ადამიანებად გვევლინებიან.

ციფრი

პარტნიორის ძიებაში ისინი მეტწილად დაუფიქრებელ და თამამ ხასიათს ავლენენ. მათ შეიძლება ჰყავდეთ რამდენიმე პარტნიორი ერთად. ეს ხდება მანამ, სანამ არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ უყვართ ექსპერიმენტები სასიყვარულო სფეროში და დიდხანს შეუძლიათ ლოდინი. მათი ქორწინება ან ინტიმური ურთიერთობა იღბლიანი იქნება თუ უიღბლო, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა როლი ეკავება პარტნიორებს, მზად იქნებიან თუ არა სულიერი საზრდოთი გაამყარონ სასიყვარულო კავშირი. მათ ეუხერხულებათ გრძნობების გამოხატვა, სიტყვები მათთვის თამაშობს მთავარ როლს, ვიდრე მოფერება და ხან თვით სექსიც კი. წლების განმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ ჰარმონიისთვის მხოლოდ სიტყვები არ კმარა.

ციფრი

ციფრი 6 - ის პატრონები ძალზე სექსუალურები არიან. პარტნიორთან ურთიერთობაში ყურადღებას აქცევენ ურთიერთგაგებას და ასევე მატერიალურ მხარეს. ხოლო თუ სექსში ვერ შეეწყობიან და არ იქნება ორმხრივი სიყვარული, მაშინ ასეთი კავშირი მოიტანს იმედგაცრუებას და კრახით დასრულდება. ასეთ ადამიანების გრძნობები უფრო ღიად უნდა იქნას გამოხატული. გულახდილობა უფრო მეტად გახსნის მათ და ნამდვილ ბუნებას გამოავლენინებს.

ციფრი

ასეთ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნება ადვილი არ არის, თუმცა შვიდიანებთან ბედნიერი ქორწინება ნიშნავს ერთგულებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, საერთო ინტერესებსა და მიდგომას ბავშვების აღზრდის საკითხებში.

ციფრი

თუ ეს ადამიანები ადრეულ ასაკში დაქორწინდებიან, მათ პარტნიორებს დასჭირდებათ დიდი მოთმინება და გამძლეობა, რადგან სწორედ ამ პერიოდში ისინი მთლიანად გატაცებულები არიან დასახული მიზნის მიღწევით. შეუძლიათ დაანგრიონ სასიყვარულო ურთიერთობები, ამიტომ მათთვის უკეთესია გვიანი ქორწინება. ამ დროს გრძნობებიც დაუსტაბილურდებათ. ჯამში თუ მათ გააკეთეს სწორი არჩევანი, იქნებიან ერთგული და მოსიყვარულე მეუღლეები. მათ ოჯახურ ცხოვრებაში განსხვავებული ცვლილებები შემოაქვთ. ბევრი მათგანი მზად არის ქორწინება ნებისმიერ ასაკში კარიერის გამო გასწიროს.

ციფრი 9

ეს ადამიანები მთლიანად იძირებიან სიყვარულის მორევში და დიდი სურვილი აქვთ, რომ სხვებსაც უყვარდეთ. ცხრიანები მზად არიან სიყვარულის გულისთვის წავიდნენ ყველაფერზე. ობიექტის მიმართ კარგავენ ინტერესს მაშინ, თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს მისი მოხიბვლა. უმეტეს შემთხვევაში, ქორწინება ამ ადამიანებთან იღბლიანია, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან სექსუალურები არიან. თანასწორობის და ოჯახური ღირებულებების საკითხს უდგებიან სერიოზულად. რაღაც ეტაპზე შეუძლიათ თავიანთ ოჯახურ ურთიერთობებს გადახედონ.