რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ შეიძლება გამოიმუშავოს ფული მოზარდმა
უამრავი გზა არსებობს იმისთვის, რომ მოზარდმა ფული გამოიმუშავოს. ამისათვის გთავაზობთ სხვადასხვა მეთოდებს:
ნივთების გაყიდვა
გაყიდეთ ძველი ნივთები ინტერნეტით. თქვენ ალბათ გაქვთ ისეთი ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ. თქვენი ძველი ნივთების გაყიდვა შეიძლება იყოს ფულის გამომუშავების შესანიშნავი გზა. საიტები, როგორიცაა Craigslist, eBay და თუნდაც Facebook, დაგეხმარებათ იპოვოთ ძველი ნივთების შეძენის მსურველები. მოძებნეთ ყიდვა-გაყიდვის ჯგუფები „ფეისბუქზე“. შეგიძლიათ გაყიდოთ:
ძველი სათამაშოები, ვიდეო თამაშები, ვიდეო თამაშების სისტემები, წიგნები, DVD-ები, საკოლექციო ნივთები, როგორიცაა ბეისბოლის ბარათები და ფიგურების კოლექცია, შეიძლება იყოს შესანიშნავი ნივთები ონლაინ გაყიდვისთვის.
იცოდეთ, რომ არ მიიღებთ იმდენ ფულს, რამდენიც გადაიხადეთ იმ ნივთებისთვის, რომლებსაც ყიდით. რაღაცის გამოყენების შემდეგ, ის კარგავს ღირებულებას. ასე რომ, შესაძლოა მიიღოთ გადახდილი თანხის დაახლოებით 30-დან 40%-მდე.
სცადეთ eBay. დარწმუნდით, რომ ზუსტად აღწერეთ იმ საქონლის მდგომარეობა, რომელსაც ყიდით. eBay საშუალებას მოგცემთ გაყიდოთ ნივთები აუქციონის პირობებში ან დაამატო ისეთი ნივთების ჩამონათვალში, რომლის ყიდვაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს. მოემზადეთ იმ ნივთების გასაგზავნად, რომლებსაც ყიდით. ნივთების გაგზავნა დაგიჯდებათ გარკვეული თანხა, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს თქვენი ფასების დადგენისას. არასოდეს გასცეთ თქვენი მისამართი, სახლის ტელეფონის ნომერი და არ დაეთანხმოთ, რომ ვინმე მოვიდეს სახლში ნივთის ასაღებად. თქვენ არ იცით ვინ ეთანხმება თქვენი ნივთების შეძენას და თქვენ უნდა დაიცვათ თავი.თუ 18 წლამდე ხართ, ზრდასრულმა უნდა შეგიქმნათ eBay ანგარიში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
სცადეთ Craigslist. Craigslist-ს აქვს განყოფილება, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ნივთები, რომელთა გაყიდვაც გსურთ. თუ თქვენ აქვეყნებთ პოსტებს კონკრეტულ ქალაქში, შესაძლოა მოგიწიოთ მყიდველთან პირადად შეხვედრა, თუ ისინი შეთავაზებას გააკეთებენ საქონელზე. შეხვდით მყიდველს საჯარო ადგილას და წაიყვანეთ მეგობარი ან ოჯახის წევრი.
სცადეთ ქართული საიტი mymarket.ge.
შეიძლება არსებობდეს კონკრეტული საიტები მეორადი წიგნების, ვიდეო თამაშებისა და სხვა ნივთების გასაყიდად. Google -ს ძიებამ შესაძლოა მოგაწოდოთ შესაძლო ვებსაიტების სია, სადაც შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია.
ჩააბარეთ ნივთები ადგილობრივ მაღაზიებში. ზოგიერთი მაღაზია, როგორიცაა წიგნისა და თამაშების მაღაზიები, ყიდულობენ მეორად ნივთებს, თუ ისინი კარგ მდგომარეობაშია. შეგიძლიათ სცადოთ უკვე წაკითხული წიგნების გაყიდვა წიგნების მაღაზიაში, "ფეისბუქის" ჯგუფებში, ან ვიდეო თამაშების, რომლებსაც აღარ თამაშობთ. ძველი ტანსაცმლის, სათამაშოების, ფიგურებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა შესაძლებელია სხვა მაღაზიებში. კიდევ ერთხელ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არ მიიღებთ იმდენ ფულს ამ ნივთებისთვის, რამდენიც თავდაპირველად გადაიხადეთ, მაგრამ თუ ბევრი რამ გაქვთ გასაყიდი, მაინც შეგიგროვდებათ გარკვეული თანხა.
სთხოვეთ თქვენს მშობლებს ავტოფარეხის გამოყენება. ავტოფარეხით გაყიდვების წარმოება შესანიშნავი საშუალებაა, გაყიდოთ მეორადი ნივთები შედარებით მცირე ფასად. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენი კუთხე, სადაც გაყიდით თქვენს ძველ ნივთებს.
ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გაყიდვა. თუ ხელობა გეხერხებათ, შეგიძლიათ სცადოთ გააკეთოთ და გაყიდოთ თქვენი ხელნაკეთი ნივთები. ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები, ტკბილეული, სამკაულები, საჩუქრების კალათები და სხვა ნივთები შესაძლოა გაიყიდოს სადღესასწაულო სეზონზე, როდესაც ადამიანები ეძებენ უნიკალურ საჩუქრებს.
თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ ნივთები ადგილობრივ ხელნაკეთ ბაზრობებზე. ასევე შეგიძლიათ გაყიდოთ ისინი ონლაინ ვებსაიტებზე, როგორიცაა Etsy. თუ 18 წლამდე ხართ, თქვენი Etsy ანგარიშის სამართავად დაგჭირდებათ ზრდასრული ადამიანი. როგორც ნებისმიერი ონლაინ გაყიდვების ჩატარებისას, ფრთხილად იყავით. არ მიუთითოთ თქვენი მისამართი და შეხვდით ვინმეს პირისპირ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო სივრცეშია და თქვენ თან ახლავს მეგობარი ან ოჯახის წევრი.
ევა რუაძე
წყარო: wikihow.com