როგორ მოვიქცეთ ოჯახის ტოქსიკურ წევრებთან - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ ოჯახის ტოქსიკურ წევრებთან

ოჯახებში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ტოქსიკურები არიან და სხვებს უამრავ ტკივილს აყენებენ. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა, უნდა მოვშორდეთ ასეთ ადამიანებს.

გთავაზობთ იმ მიზეზებს, რატომაც უნდა გადისტანცირდეთ ამგვარი ადამიანებისგან:

ისინი ჩვენთან არ არიან, როცა გვჭირდება

ჯანსაღ ოჯახურ ურთიერთობაში რთულ დროს, ოჯახის წევრები მხარს უნდა გვიჭერდნენ. ზედმეტი თხოვნის გარეშე ისინი უნდა ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას. მეორე მხრივ, არსებობენ ოჯახის წევრები, რომლებიც ჩვენს გვერდით იმიტომ არიან, რომ სანაცვლოდ რაღაც სჭირდებათ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ასეთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში.

ნათესავები, რომლებიც გვსჯიან

ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენს გარშემოა განგვსჯის ჩვენ, თუმცა მაინც ვინარჩუნებთ ამ ადამიანებთან ურთიერთობას. მათ შორის არიან ჩვენი ოჯახის წევრებიც. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება კეთილგანწყობილ კრიტიკას, შეგვიძლია ის ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თუმცა ისეთი კრიტიკა, რომელიც აზიანებს ჩვენს თვითშეფასებას, მიუღებელია.

ჭორაობენ ჩვენზე

რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ პირადი საქმეების გაზიარება, არ აძლევს მათ უფლებას იჭორავონ ჩვენი ცხოვრების შესახებ. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს მიზეზი, რომ მოითმინოთ ეს საქციელი.

მანიპულატორები არიან

სამწუხაროდ, ოჯახის ზოგიერთი წევრის მხრიდან მანიპულირება ბევრისთვის ნაცნობია. ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობა ნამდვილი და მუდმივი უნდა იყოს, ზედმეტი მანიპულაციების გარეშე.

გასაგებია, რამდენად რთულია ეს მდგომარეობა, რადგან საქმე ოჯახს ეხება და არავის სურს დაშორება. თუმცა, თუ ისინი ტოქსიკური ადამიანები არიან და ხელს გიშლიან მიზნების მიღწევასა და პიროვნულ განვითარებაში, სწორი გადაწყვეტილება იქნება ცალკე გადასხვლა საცხოვრებლად.

ევა რუაძე

წყარო: sharingideas.me