როგორ მოვუაროთ კანს, რომ ის ლამაზი და ხავერდოვანი გახდეს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ კანს, რომ ის ლამაზი და ხავერდოვანი გახდეს

ქალებიც და მამაკაცებიც ნებისმიერ ასაკში აწყდებიან სახის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. იდეალური კანის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კანის ტიპზე მორგებული პროდუქტები და ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული რჩევებით.

სახის მოვლის რუტინა

შექმენით მარტივი რუტინა. რაც მთავრია დაიცავით თანმიმდევრობა. უმჯობესია მოკლე და მარტივი რუტინა შეადგინოთ ყოველდღიურად, ვიდრე პერიოდულად სახეზე ჩაიტაროთ რთული პროცედურები.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ აკნე გაქვტ. აკნეს დამარცხება რთული, თუმცა დაძლევადია და სახის რეგულარული გაწმენდა ყველაზე მნიშვნელოვანია.

დაიბანეთ სახე დღეში ერთხელ მაინც

სახის დაბანა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ეტაპია. დღის განმავლობაში ჩვენს სახის კანზე გროვდება ჭუჭყი, მტვერი და ბაქტერიები, რაც შემდგომში სიწითლისა და გაღიზიანების მიზეზი ხდება. დღეში რამდეჯერმე დაიბანეთ სახე გრილი წყლით და თქვენი კანის შესაბამისი დასაბანი ქაფით, ნაზი და წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ სახის კანი.

გაათავისუფლეთ კანი მკვდარი უჯრედებისგან

პილინგს ამქერცლავი ფუნქციაც აქვს, რაც გეხმარება თავიდან აიცილოთ წითელი გამონაყარი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სკრაბი აფთიაქში, ან გამოიყენოთ მსხვილად დაფქული ყავის ნალექი, მჭადის ფქვილი ან შაქარი.

გაიმშრალეთ სახე ნაზად

როცა სახეს იშრობთ, ნუ გამოიყენებთ საერთო პირსახოცს. ეს ავრცელებს ბაქტერიებს, რამაც შეიძლება თავიდანვე გამოიწვიოს კანის პრობლემები. ამის ნაცვლად, ნაზი მოძრაობებით გაიმშრალეთ სახე სუფთა, ნაზი პირსახოცით, რომელიც უშუალოდ სახისთვისაა განკუთვნილი.

სახის გაშრობა და სუფთა პირსახოცის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ებრძვით აკნეს.

გაუმკლავდით თქვენი კანის პრობლემებს

რაც უფრო სერიოზულად მიუდგებით პრობლემას, მით უფრო ადვილი იქნება მისი მოგვარება. მიმართეთ დერმატოლოგს. გამოიყენეთ დამატენიანებლი კრემი და სვით წყალი რეგულარულად.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება თქვენი კანის დასაცავად

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი კანისთვის არა მხოლოდ სახეზე, არამედ მთელ სხეულზე. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება მზიან დღეს გარეთ გასვლისას და მოერიდეთ სოლარიუმს. თქვენ დაგჭირდებათ მზისგან დამცავი კრემი SPF-ით მინიმუმ 15, თუ გსურთ იყოთ დაცული. წაისვით მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე, რათა კანმა შეიწოვოს იგი.

სცადეთ რეტინოიდები გლუვი კანის შესანარჩუნებლად

ვიტამინი A არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი კანის სამკურნალოდ. შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური კრემი, რომელიც რეტინოიდებს შეიცავს და ქიმიურად ძალიან ჰგავს A ვიტამინს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რეტინოლი, რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ.

სცადეთ სახის ნიღბები, რომ კანი კიდევ უფრო გლუვი გახადოთ

გამოიყენეთ სახის ნიღბები, კვირაში ორჯერ.

დალიეთ წყალი

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დალევა თქვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იცოდით, რომ ასევე მნიშვნელოვანია კანისთვის, რომ ის რბილი და გლუვი იყოს? როდესაც თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობით წყალს, ერთ-ერთი პირველი, რომელიც დეჰიდრატაციას „განიცდის“- თქვენი კანია. კანის გამოშრობა იწვევს სიწითლეს, ქავილსა და კანის დაჭიმვის შეგრძნებას, რაც არასასიამოვნოა. მაგრამ ეს პრობლემა ადვილად მოგვარდება მხოლოდ რამდენიმე ჭიქა წყლის დალევით ყოველდღე.

იკვებეთ ჯანსაღად

თქვენი კანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებია: ვიტამინები A, C და E, ასევე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თუთია.

ორაგული არის ჯანსაღი და მდიდარი ვიტამინებით სავსე პროდუქტი, ხილის უმეტესობა C ვიტამინს შეიცავს, სტაფილო კი A ვიტამინს.

ძილი

თითოეულ ადამიანს განსაზღვრული დრო სჭირდება, რათა კარგად გამოიძინოს. როდესაც გძინავთ, თქვენი სხეული რეალურად ამ დროს იწყებს „მუშაობას’’. როდესაც ძილი არ გყოფნით, გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც თქვენს კანს ნაკლებად გლუვსა და სასიამოვნოს ხდის.

დააბალანსეთ თქვენი ჰორმონების დონე, რათა თავიდან აიცილოთ კანის პრობლემები. გახსოვდეთ, რომ ჰორმონის დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი კანის მდგომარეობაზე. მოზარდებში აკნე გავრცელებული პრობლემაა. ამის მიზეზი ნამდვილად არსებობს! ზოგიერთმა ჰორმონმა შეიძლება გამოიწვიოს კანზე ისეთი პრობლემები, როგორიცაა აკნე და ნებისმიერ დროს, როდესაც ჰორმონები იცვლება, კანიც საპასუხო რეაქციას გვაძლევს. ხშირად საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის მოთმინება და პატარა რჩევების გათალისწინება.

კესო კვარაცხელია

წყარო: wikihow.com