როგორ მოვამზადოთ ქათამი სოკოთი და პომიდვრით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქათამი სოკოთი და პომიდვრით

 

ქათამი დაჭერით და შეწვით ზეთში საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. შემწვარი ქათმის ნაჭრები გადაიღეთ ცალკე ჭურჭელზე და იმავე ტაფაში მოშუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბულგარული.

 

შემდეგ დაასხით ღვინო და თუშეთ ღვინის აორთქლებამდე.

 

მოაყარეთ პაპრიკა და ტაფაში მოათავსეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი. თუშეთ ხუთი წუთის განმავლობაში და დაამატეთ დაჭრილი სოკო.

 

სოკოს მომზადებისთანავე მოაყარეთ კერძს მარილი, პილპილი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფნა და ბაჰარი.

 

ბოლოს კერძში მოათავსეთ ქათმის ნაჭრები, ტაფას დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში.

 

კერძი მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.