როგორ გავუქროთ უსიამოვნო სუნი მეორეულ ტანსაცმელს
ამიაკი. თუ გსურთ არა მარტო მოიშოროთ სუნამოს სუნი, არამედ მოაცილოთ ქსოვილზე ჩამოსული ქიმიკატები, დაასველეთ ტანსაცმელი ამიაკის ხსნარში. 5 ლიტრი წყლისთვის დაგჭირდებათ 2 ს.კ. პრეპარატი.
მსუბუქი ქსოვილები გააჩერეთ ამიაკიან ხსნარში 1-2 სთ. უფრო მკვრივი და მასიური ტანსაცმლისთვის (ჯინსები, სვიტერები) სითხის კონცენტრაცია და დაყოვნების დრო უნდა გაზარდოთ. იმავე მოცულობის წყალს დაუმატეთ 5 ს.კ. ამიაკი და დატოვეთ ტანსაცმელი ხსნარში 5 საათის განმავლობაში. ქურთუკი, პალტო გააჩერეთ 6-7 საათის განმავლობაში.
გაწურეთ ტანსაცმელი და გააშრეთ. შემდეგ კვლავ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში სარეცხის ფხვნილის და არომატული სითხის გამოყენებით.
ძმარი + სოდა (ან მარილი)
კიდევ ერთი მეთოდი ძმრიანი სოდა ან მარილია. თითოეული პროდუქტის რამდენიმე სუფრის კოვზი გახსენით თბილ წყალში და დატოვეთ ტანსაცმელი სითხეში 4 საათის განმავლობაში. შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ.
როცა ტანსაცმელი გაშრება, დააუთოვეთ ორთქლის რეჟიმით.