ამ 3 სახეობის ვარჯიშით იმაზე მეტ ცხიმს დაწვავთ, ვიდრე სირბილის დროს - rogor.ge

ამ 3 სახეობის ვარჯიშით იმაზე მეტ ცხიმს დაწვავთ, ვიდრე სირბილის დროს

ჩვენ გაჩვენებთ 3 ვარჯიშს, რომლითაც შეძლებთ გაცილებით მეტი ცხიმის დაწვას, ვიდრე სირბილის დროს.

ბერპი (ვარჯიშის ერთ-ერთი სახეობა)

barpi-1653123895.jpg

ეს ვარჯიში მოკლე ხანგრძლივობის და მაღალი ინტენსივობისაა, ის ამუშავებს მთელ კუნთებს და წვავს ცხიმებს.

თქვენ გამოიმუშავებთ უფრო მეტ ძალას, მდგრადობასა და კოორდინაციას. იდეალური ვარჯიშია მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული სპორტს. საწყის ეტაპზე მხოლოდ რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ და არა სრული ინტერნსივობით.

ჩაჯდომები

chajdomebi-1653123910.jpg

ეს არის იდეალური ვარჯიში ცხიმების დასაწვავად. ამ სახის ვარჯიშით თქვენ ახერხებთ ბარძაყის, დუნდულის, მყესებისა და ხერხემლის კუნთის მუშაობას.

ამგვარი ვარჯიშის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი დაგეხმარებათ დაიბრუნოთ თეძოების მოქნილობისა და კუნთების ტონუსში ყოფნის უნარი.

ლახტი

laxti-1653123923.jpg

ლახტით ხტუნაობის დროს უფრო მეტ კუნთს ავარჯიშებთ და ორჯერ მეტ ცხიმს წვავთ, ვიდრე სირბილის დროს. მაგალითად, თუ დღეში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ხტუნავთ, შეგიძლიათ დაწვათ დაახლოებით 130 კალორია.თუ მუდმივად ვარჯიშობთ ლახტით, შეგიძლიათ დაიკლოთ კილოგრამები და თავიდან აიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სხვა დადებით ეფექტებთან ერთად.

ევა რუაძე

წყარო:sharingideas.me