როგორ ვაჩუქოთ ახალი „სიცოცხლე“ ძველ ტანსაცმელს - rogor.ge

როგორ ვაჩუქოთ ახალი „სიცოცხლე“ ძველ ტანსაცმელს

აღდგენისა და განახლების იდეა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მოდის განვითარებასთან ერთად, არც თუ ისე კარგი აზრი იყო ტანსაცმლის განახლება, მაშინ როცა შეგიძლია ძველის ნაცვლად სიახლისკენ გადაინაცვლო. ამგვარმა აზროვნებამ ნაგავსაყრელები გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ქსოვილებით გაავსო. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მოდის რევვოლუციას ივიწყებენ და სურთ დაგვანახონ, რომ აღდგენისა და განახლების პროცესი შეიძლება იყოს მარტივი და მხიარული სხვადასხვა მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით.

1. „საშიკოს“ ხელოვნება

sashiko1-1653048307.jpg

“საშიკო” არის იაპონური ხელით ნაქარგი ხელოვნება, რომელიც გეომეტრიული კონფიგურაციით ქარგავს ტანსაცმელს. ამ დროს თქვენ აღარ ეცდებით მოქარგული ადგილების დამალვას. ამისთვის კი რა არის საჭირო? მხოლოდ კონტრასტული ფერების მქონე ძაფი, ნემსი, ქსოვილის პატარა ნაჭერი და დახეული ჯინსი, ან ჯინსის ქურთუკი.

sashiko2-1653048326.jpg

რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიზუსტეს, რაც უფრო მეტად ხელსაყრელს და მოსახერხებელს ხდის ამგვარი მეთოდის გამოყენებას.

sashiko3-1653048339.jpg

მოირგე ტანსაცმელი ხელახლა

zoma1-1653048449.jpg

მაშინაც კი თუ ჯინსი არ გერგებათ ზომაში, არ არის საჭირო გაჩუქება, ან კიდევ უარესი, ნაგავსაყრელზე გადაყრა. ამის გამოსწორება სრულიად მარტივად შეიძლება. უბრალოდ აიღეთ ქსოვილის რამდენიმე ნაჭერი, რომელიც თქვენი ჯინსის (ან შორტის) სიგრძეა და ჩააკერეთ გვერდებზე.

zoma2-1653048511.jpg

zoma3-1653048523.jpg

zoma4-1653048536.jpg

zoma5-1653048550.jpg

მოქარგვა ყვავილების პრინტით

yvavili1-1653048655.jpg

თქვენ შეგიძლიათ ტანსაცმელი ლამაზი ყვავილების პრინტებით მოქარგოთ. დააწებეთ წებოვანი ქაღალდი ნაქარგი ქსოვილის უკანა მხარეს, ამოჭერით ყვავილები, რომელთა გამოყენებაც გსურთ და შემდეგ გააუთოვეთ ამოჭრილი ყვავილები ჯინსის იმ ნაწილზე, რომელზეც გსურთ.

yvavili2-1653048676.jpg

yvavili3-1653048691.jpg

yvavili4-1653048703.jpg

მათეთრებლის სასწაულებრივი შედეგი

feri1-1653048795.jpg

რას აკეთებთ, როცა ჯინსის წმენდისას მასზე ცოტაოდენი მათეთრებელი ხვდება, შედეგად კი ლაქებს აჩენს? ეს ერთგვარ თამაშს ჰგავს, რადგან მათეთრებელ ლაქებს მათეთრებლითვე შეგიძლიათ ებრძოლოთ. ლაქაზე მოათავსეთ ამა თუ იმ ფორმის ქაღალდი, შეასხურეთ ცოტაოდენი მათეთრებელი ხსნარი, ცოტა ხანს დაელოდეთ და შემდეგ მოაშორეთ ქაღალდი. საუკეთესო შედეგს მიიღებთ!

feri2-1653048810.jpg

feri3-1653048823.jpg

ევა რუაძე

წყარო: ehow.com