როგორ მოამზადოთ მწვანე ტყემალი
მწვანე ტყემალი გარეცხეთ, დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. წამოდუღებისთანავე გადადგით და შეაგრილეთ ქვაბი.
ტყემალი გადაიტანეთ და გახეხეთ თუშფალანგში. ნიორი, მწვანილები და წიწაკა დანაყეთ და დაამატეთ გახეხილი ტყემლის მასას. მარილი და დაღერღილი წითელი წიწაკა დაამატეთ გემოვნებით.
საწებლის სიმჟავის გასანეიტრალებლად დაამატეთ შაქარი გემოვნებით.
იმ შემთხვევში თუ ტყემალი არის მჟავე, გირჩევთ გამოუცვალოთ პირველი ანადუღარი წყალი.