3 ხრიკი, რომელიც ინტერნეტის სიჩქარეს გაზრდის - rogor.ge

3 ხრიკი, რომელიც ინტერნეტის სიჩქარეს გაზრდის

დღესდღეობით, ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება. ამიტომაც ინტერნტთან კავშირი სხვადასხვა მეთოდებითაა შესაძლებელი. არსებობს უკაბელო ქსელები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ადგილობრივი ქსელები რაიმე ტიპის გაყვანილობის გარეშე. ასევე, სატელიტი კავშირების სისტემაც, რომელიც იყენებს სხვადასხვა მეთოდს ერთდროულად. რა თქმა უნდა, სახლშიც გვაქვს ინტერნეტი, საინტერესოა რა ხრიკების მეშვეობით შეგვიძლია Wi-Fi-ის სიჩქარის გაზრდა.

3 ხრიკი, რომელიც აჩქარებს თქვენს ინტერნეტს

გაარკვიეთ, იყენებს თუ არა უცხო ადამიანი თქვენს ინტერნეტს

პირველი ნაბიჯია იმის გადამოწმება, რომ არც ერთი მეზობელი არ სარგებლობს თქვენი ინტერნეტით. ამისთვის ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, სახელად Fing, მისი მოძებნა შეგვიძლია Google Play-სა და App Store-ზე. დაასკანირეთ ქსელი, რომელზეც ხართ დაკავშირებული. აპი აჩვენებს ყველა სახელს და IP მისამართს.

გაზარდეთ სიმძლავრე

მოდემი მოათავსეთ თქვენი სახლის ცენტრში და შემაღლებულ ადგილას, ამავდროულად, მოშორდით სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს. გახსოვდეთ, მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ სიგნალის გაძლიერებას.

დაიცავით უსაფრთხოება

რეკომენდებულია აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რაც სწრაფ და უსაფრთხო ინტერნეტს უზრუნველყოფს. ეს შეძლებს პროფილის დაყენებას DNS-ის, დაკავშირების მომენტიდან დააჩქარებს სიჩქარეს. აპლიკაციის სახელია 1.1.1.1: Faster & Safer Internet

capture-1653034932.jpg

სხვა რეკომენდაციები:

კარგი ბრაუზერის არჩევა და მისი განახლება ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია. ფაქტობრივად, ჩვენ ყოველდღიურად ვსტუმრობთ უამრავ ვებგვერდს, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმას, სერვისს და ა.შ. ამტომაც ბრაუზერს სჭირდება განახლება, „ქეშის“ გაწმენდა, რათა იმუშაოს კარგად, სწრაფად და შეფერხების გარეშე.

სისტემის უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აღჭურვილობა სათანადოდ იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ საზიანო აპლიკაციების გადმოწერა, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს Wi-Fi-ს სიჩქარეს და დავირუსდეს კომპიუტერი.

როგორც ვიცით, არის უფასო და ფასიანი აპლიკაციები, ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩვენთვის ყველა მათგანი ხელმისაწვდომია, უბრალოდ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

ევა რუაძე

წყარო: sharingideas.me