ყველაფერი, რაც STEPN ბოტასის შესახებ გაინტერესებთ - დეტალური ინსტრუქცია, როგორ გამოიმუშავოთ ფული
სტატიაში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებთ ციფრული ბოტასის შეძენას და გამოყენებას.
რა არის STEPN?
STEPN არის ფიტნეს-აპლიკაცია, რომელიც შექმნა ავსტრალიურმა სტუდია - Find Satoshi Lab-მა. კრიპტო თამაში აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებსა და მეტასამყაროს ტექნოლოგიასთან. მუშაობს Move-to-Earn (M2E) მოდელის მიხედვით: მომხმარებელი ღებულობს ტოკენებს, თავისი ფიზიკური აქტივობის ხარჯზე. STEPN-ში მოთამაშეებს შეუძლიათ სიარული, სირბილი ან ძუნძული NFT ბოტასით. STEPN-ის გამოსაყენებლად საწიროა „ბოტასის“ ყიდვა, NFT ფორმატში. აპი ხელმისაწვდომია Android და iOS-ისთვის.
მოთამაშეს შეუძლია გაყიდოს თავისი NFT ბოტასი აპლიკაციის ბაზარზე. GST შემოსავალი ინახება აპლიკაციის „საფულეში“ (Wallet), რომელშიც ჩაშენებულია Swap ფუნქცია.
როგორ მუშაობს STEPN?
აპლიკაციის გამოყენების დასაწყებად საჭიროა ციფრული „ბოტასი“ ტოკენის სახით. მათი შეძენა შესაძლებელია თავად აპლიკაციაში, ან play store-ში - Magic Eden და Binance NFT-ში. ამ დროისათვის ყველაზე იაფფასიანი NFT ბოტასი დაახლოებით 1200$ ღირს.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაამატებს „ბოტასს“ აპში, ჩართვის დროს ის იწყებს მოძრაობის დაფიქსირებას GPS-ის დახმარებით. ამ დროს, მომხმარებელი იღებს GST-ებს, სეირნობის ან ქუჩაში სირბილის ხარჯზე. ტოკენების მოპოვების სიჩქარე დამოკიდებულია ცვეთაზე, ხარისხზე და NFT ბოტასის სხვა ატრიბუტებზე.
ბოტასის ყოველ მოდელს აქვს თავისი მაქსიმალური ენერგიის მარაგი, რომელიც იხარჯება ფიზიკური აქტივობისას. რაც უფრო მეტს მოძრაობს მომხმარებელი, მით მეტ ენერგიას ხარჯავს.
სტანდარტული მაჩვენებელი შეადგენს 2 ერთეულს ენერგიისას და უტოლდება მოძრაობის 10 წუთს. ის შეიძლება გაზარდოთ ბოტასის მოდერნიზაციის მეშვეობით, ან ახლის შეძენით.
STEPN ცდილობს შეცვალოს სამყარო, რათა ადამიანები იყვნენ მუდამ ფორმაში და აქტიურები ონლაინ თამაშის დროს.
ამჟამად არის 3 თამაშის რეჟიმი:
- სოლო რეჟიმი - თქვენ თამაშობთ მხოლოდ ნაბიჯებისა და ფულის შეგროვებისთვის;
- მარათონის რეჟიმი – მარათონებში შედიხართ 24 საათით ადრე და მონაწილეობთ ონლაინ მარათონში;
- ფონური რეჟიმი - აპს ხსნით უკანა ფონზე, იგი ითვლის თქვენი ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობას და არ ამცირებს თქვენი ციფრული სპორტული ფეხსაცმლის გამძლეობას.
რატომ აქვს STEPN-ს ორი ტიპის ტოკენი - GMT და GST?
STEPN აპლიკაციაში ერთდროულად ორი აქტივის გამოყენებაა შესაძლებელი: Green Satoshi Token (GST) და Green Metaverse Token (GMT).
GST მიიღება აპლიკაციის მომხმარებლების მიერ ფიზიკური აქტივობის დროს. თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ისინი "სნიკერების" შეკეთებაზე, მათ გაუმჯობესებაზე და დამატებითი წყვილის შეძენაზე აპლიკაციის შიდა ბაზარზე.
GMT არის მართვის ტოკენი. მისი ყიდვა შეგიძლიათ კრიპტოვალუტის ბირჟებზე, ან დაიწყოთ გამომუშავება NFT ბოტასით, როდესაც მიაღწევთ 30-ე დონეს. GMT-ის დახარჯვა შესაძლებელია ბოტასების სხვადასხვანაირ განახლებებზე.
როგორ შევარჩიო STEPN ბოტასი
სანამ STEPN-ში სპორტულ ფეხსაცმელს იყიდით, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, ირბინეთ 10 წუთის განმავლობაში სირბილის რეჟიმში ბოტასის გარეშე. ამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის შესაფერისი ტიპის სპორტული ფეხსაცმელი.
STEPN-ში სულ 4 ტიპის ბოტასია: Walker, Jogger, Runner, Trainer. თქვენთვის შესაფერისი სპორტული ფეხსაცმელი დამოკიდებულია თქვენი სირბილის საშუალო სიჩქარეზე:
თუ თქვენი საშუალო სიჩქარე 1-დან 6 კმ/სთ-მდეა, შეგიძლიათ შეიძინოთ Walker-ი, თუ 1-დან 10 კმ/სთ-მდეა- JOGGER-ი, ხოლო თუ 8-დან 20 კმ/სთ-მდეა - RUNNER-ი.
როგორ გავზარდოთ STEPN ენერგია?
ენერგია დამოკიდებულია თქვენი ბოტასების რაოდენობაზე.
თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ 1 ან 2 ბოტასი, დღეში 2 ენერგია ირიცხება 24 საათის განმავლობაში. ყოველ 6 საათში თქვენი ენერგიის 25% ივსება. ამ შემთხვევაში ეს არის 0,5 ენერგია.
1 ენერგია = 5 წუთი სირბილს.
ასე რომ, 24 საათში შეგიძლიათ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში ირბინოთ, 1 ან 2 ფეხსაცმლით. თუ თქვენ გაქვთ 3 სარბენი ფეხსაცმელი, მაშინ იღებთ დღეში 4 ენერგიას 2-ის ნაცვლად. ყოველ 6 საათში 1 ენერგია შეივსება. ყოველ დამატებით მწვანე ბოტასზე იქნება +1 მანამ, სანამ მათი ჯამური რაოდენობა არ იქნება 9.
- 1 ბოტასი - 2 ენერგია - 10 წუთი
- 3 ბოტასი - 4 ენერგია - 20 წუთი
- 9 ბოტასი - 9 ენერგია - 45 წთ
- 15 ბოტასი - 12 ენერგია - 60 წთ
- 30 ბოტასი - 20 ენერგია - 100 წუთი
როგორ ჯობია ენერგიის დახარჯვა?
სავარაუდოდ, ენერგიის დახარჯვის ოპტიმალური ვარიანტია დღეში ორჯერ სიარული. ენერგიები დილის 11:00-დან იწყებს შევსებას და ყოველ 6 საათში დღიური ლიმიტის 25%-მდე ივსება. დილით 10:50-ზე რომ დაიწყოთ სიარული, დახარჯოთ ღამით დარიცხული ენერგია და შემდეგ,10 წუთში, ანუ 11:00 სთ-ზე ჩარიცხული ენერგიაც რომ დახარჯოთ, მიიღებთ საუკეთესო შედეგს, რადგან ადრე დაწყება ოდნავ მეტ GST-ს მოგიმატებთ.
STEPN ბოტასის ხარისხი
სპორტული ფეხსაცმელების ხარისხის რამდენიმე ვარიაცია არსებობს. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით მეტ სარგებელს ვიღებთ. ბოტასის ხარისხი განსაზღვრავს ქულების რაოდენობას, რომელსაც მიიღებთ მისი განახლებისთვის, ასევე დამატებითი ენერგიის რაოდენობას და ძირითად სასტარტო პარამეტრებს.
არსეობობს 5 ხარისხის ბოტასი: Common, Uncommon, Rare, Epic და Legendary. Common ხარისხი ყველაზე იაფი და ყველაზე ხშირად გამოყენებადია. Uncommon-ის შემდეგ ფასები ძალიან ზრდადია.
რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ STEPN ბოტასის ყიდვისას?
ყველა ბოტასს აქვს 4 მთავარი მახასიათებელი: Efficiency, Luck, Comfort და Resilience. პარამეტრებში ჩანს ქულები 1-დან 10-ის ჩათვლით. კარგ ბოტასს, სულ ცოტა 8 ან მეტი ქულა უნდა ჰქონდეს ყველა პარამეტრში. ეს ქულები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტური იქნება თქვენი ბოტასი და რამდენ ფულს გამოიმუშავებთ.
რა დატვირთვა აქვთ ამ ქულებს/პარამეტრებს?
Efficiency-ის ქულა, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენ კრიპტოს/ფულს გამოიმუშავებთ სიარულისას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. Luck-ის ქულა განსაზღვრავს გათამაშებებში მონაწილეობისას გამართლების ალბათობას. Comfort-ი ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად საჭიროა, მაგრამ შესაძლოა ბოლო level-ზე იყოს საჭირო. Resilience-ის ქულა განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გაგიცვდებათ ბოტასი, რომლის შეკეთება ფული ღირს.
როგორ ვიყიდოთ ბოტასი?
1. გადარიცხეთ Solana STEPN აპლიკაციაში
სანამ იყიდით ბოტასს, დარწმუნდით, რომ გაქვთ STEPN ანგარიში და საფულე. ბოტასის საყიდლად, საჭიროა Solana გადაირიცხოთ თქვენი საბანკო აპლიკაციიდან, STEPN აპლიკაციაში. გადასარიცხად უნდა დააჭიროთ საფულის სიმბოლოზე.
2. შედი STEPN-ის ბაზრის განყოფილებაში
ამის შემდეგ შეძლებთ შეიძინოთ NFT ბოტასი STEPN-ის აპლიკაციის ბაზარზე. ბაზრის მოსანახულებლად, თქვენ უნდა დააჭიროთ კალათის სიმბოლოს თქვენი მობილური ეკრანის ბოლოში.
3. აირჩიე NFT ბოტასი
როგორც კი აპლიკაციის შიდა ბაზარზე მოხვდებით, შეძლებთ ნახოთ გასაყიდად ხელმისაწვდომი NFT ბოტასები.
თქვენ უნდა აირჩიოთ ბოტასი თქვენი ფიტნეს დონისა და ცხოვრების სტილის მიხედვით. შეარჩიოთ სასურველი ფილტრები. მაგ. მონიშნოთ Sneakers, Walker, Common და ლეველები დააყენოთ 0-ზე, მერე დაასორტიროთ ფასის მიხედვით და გადახედოთ მათ პარამეტრებს. კარგ ბოტასს ყველა პარამეტრი 8-ზე მაღალი უნდა ჰქონდეს.
4. დააჭირეთ ყიდვას
მას შემდეგ რაც აარჩევთ ისეთ ბოტასს, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დააჭირეთ ღილაკს „იყიდე ახლა.“ ამის შემდეგ გამოჩნდება დადასტურების ფანჯარა, რომელიც ხელახლა გაჩვენებთ პარამეტრებს. გადახედეთ მათ კიდევ ერთხელ და დააჭირეთ დადასტურებას.
ამ დროს გამოჩნდება ფანჯარა SOL მოხმარებისთვის. იხილეთ SOL-ის რაოდენობა და შემდეგ დაადასტურეთ.
5. დაიწყეთ სირბილი
თქვენ მიერ შეძენილი NFT sneaker-ის სანახავად, დააჭირეთ Runner ღილაკს. ახლა თქვენ უნდა გახვიდეთ გარეთ, დააჭიროთ დაწყებას და დაიწყოთ სიარული, თქვენი არჩეული ბოტასის ტიპის მიხედვით. დარწმუნდით, რომ გაქვთ ძლიერი GPS მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ GST/GMT ტოკენების გამომუშავებას.
რას გვაძლევს თამაშის დონეებზე გადასვლა?
თამაში იწყება 1 დონეზე და მაქსიმუმ შესაძლებელია 30 დონეზე ასვლა. ყველა დონეზე გადასვლას სჭირდება დრო და ფული. 1 დონიდან მე-2 დონეზე გადასასვლელად საჭიროა 2 GST კრიპტო და 2 საათი. მე-2 დონიდან მე-3-ზე გადასასასვლელად საჭიროა 3 GST და 3 საათი და ა.შ. გამონაკლისებია 5, 10, 20 და 30 დონეები სადაც გადასავლელად საჭიროა 10, 30, 80 და 150 GST შესაბამისად.
რამდენი ბოტასის ყიდვა სჯობს?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი თანხის გადახდა შეგიძლიათ. თუ ერთზე მეტი ბოტასის ყიდვას გადაწყვეტთ, მაშინ სჯობს 3 ან 9 იყიდოთ, რადგან ასეთი კომბინაციებით გამომუშავდება ყველაზე მეტი შემოსავალი.
ევა რუაძე