როგორ ავიღოთ და რაში გამოვიყენოთ sCool Card-ი
ბარათი ტრანსპორტში შეღავათანი ტარიფით გაიცემა თბილისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სიაში ირიცხებიან.
ვის შეუძლია ბარათის აღება?
ბარათი ტრანსპორტში სტანდარტული ტარიფით გაიცემა სხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებზე. ბარათით სარგებლობის ვადა 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის არის 4 წელი, 14-დან 17 წლამდე ასაკისზე - 2 წელი, ხოლო 17 წლიდან - 1 წელი.
როგორ შევუკვეთო sCool Card-ი?
თბილისის, ბათუმისა და რუსთავის აკრედიტებული სკოლის მოსწავლეებისთვის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ვებგვერდიდან. დამატებით, თუ მოსწავლე არის უკვე ბანკის მომხმარებელი, მისი ბარათის შეკვეთა ასევე შესაძლებელია მშობლის მობილბანკიდან. სხვა შემთხვევებში ბარათის შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან. ბარათის ასაღებად კი მოსწავლისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა/პასპორტი. ბარათის მიღება შესაძლებელია შეკვეთიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
რა უპირატესობები აქვს sCool Card-ს?
sCool Card-ი შენი თანამგზავრია ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეგიძლია გადაიხადო ბარათის ერთი შეხებით, გაანაღდო თანხა ბანკომატის საშუალებით, იმგზავრო უფასოდ და დააგროვო sCool-ები, ისარგებლო სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი შეთავაზებებით და მიიღო საჩუქრები. ბარათზე თანხის შეტანის ლიმიტი არ არსებობს.
როგორ დავაგროვო და დავხარჯო sCool-ები?
ბარათით შესრულებულ ყოველ ოპერაციაზე, გარდა ტრანსპორტში გადახდისა, დაგერიცხება 5 sCool ქულა 1 sCool = 1 თეთრი. sCool-ების გადაცვლა შეგიძლია Express Pay გადახდის აპარატის მეშვეობით: მობილურის ბალანსში, სატრანსპორტო ბალანსში.
რა შეღავათებითა და ფასდაკლებებით ვისარგებლებ ბარათით გადახდისას?
იმგზავრებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კერძოდ: უფასოდ − თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისის მეტროსა და ავტობუსებში / ლურჯ მიკროავტობუსებში, უფასოდ − ბათუმის სკოლის მოსწავლეებისთვის ბათუმის ავტობუსებში, 50%-იანი ფასდაკლებით − ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებისთვის ზუგდიდის ავტობუსებში, 10-თეთრიანი ტარიფით − რუსთავის სკოლის მოსწავლეებისთვის რუსთავის ავტობუსში, სხვა დანარჩენ შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება სტანდარტული ტარიფის შესაბამისია, sCool Card-ით გადახდისას მიიღებ ფასდაკლებებს პარტნიორ მაღაზიებში.