როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან საზაფხულო კემპინგის დროს - 10 რჩევა - rogor.ge

როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან საზაფხულო კემპინგის დროს - 10 რჩევა

კემპინგი სიცხიან ამინდში შესაძლოა არ არის კარგი იდეა, თუმცა რამდენიმე მარტივი სტრატეგიის დაცვა დაგეხმარებათ სიცხის დაძლევაში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ძილის დროს.

არ დაიძინოთ მიწის ზედაპირზე

lashqroba2-1652682488.jpg

რაც უფრო მეტი ჰაერი ცირკულირებს თქვენს ორგანიზმში, მით უფრო გრილად იქნებით მთელი ღამის განმავლობაში. საძილე ტომარაში ან ხალიჩაზე წოლა არ არის კარგი ვარიანტი ცხელ ამინდში. თხელი კემპინგის გასაშლელ საწოლზე, ან თუნდაც ნაქსოვ ჰამაკში ძილის დროს ნაკლებად გაოფლიანდებით.

გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ყინული

lashqroba1-1652682429.jpg

მცირე რაოდენობის ყინულის კუბებმა შეიძლება გაგაგრილოთ ერთი დღის განმავლობაში. მეორე დღეს ყველაფერი თბილია და გამდნარი. წაიღეთ გაყინული პლასტმასის წყლის ბოთლები. პირველ რიგში, ბოთლებს მოაკელით ცოტა წყალი, რომ გადნობისას არ გადმოვიდეს. ყინული ნელა ლღვება და გარკვეული დროით გრილი სასმელი წყლით უზრუნველყოფილები იქნებით.

დაიცავით თავი მზისგან

თუ მზე კარავს მთელი დღის განმავლობაში ადგება, ღამით იქ შესვლა სათბურში შესვლას დაემსგავსება. დილით შესაძლოა მზემაც გაგაღვიძოთ, სანამ ადგომას დააპირებთ. იყიდეთ ბრეზენტი და თოკით გადაჭიმეთ ორ ხეს შორის, რათა კარავი ჩრდილში მოექცეს.

ჩაიცვით ნათელი ფერები

lashqroba3-1652682138.jpg

სახლიდან გასვლამდე დაათვალიერეთ ტანსაცმელი, რომელსაც ცხელ ამინდში კემპინგისას წაიღებთ. საუკეთესოა ღია ფერის მსუბუქი ქსოვილები. მაგალითად, თეთრი, პასტელის ფერები, ნაცრისფერი. მუქი ქსოვილები შთანთქავს სიცხეს და ინარჩუნებს მთელი დღის განმავლობაში.

წაიღეთ მზა საკვები

lashqroba4-1652682096.jpg

როდესაც ამინდის პროგნოზი მზიან ამინდს გიჩვენებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კოცონთან ახლოს ყოფნა მთელი დღის განმავლობაში არ იქნება სასურველი. ამიტომაც თან უნდა წაიღოთ მზა საკვები: კონსერვები, სენდვიჩები, სალათები, რომლებიც ასეთ ამინდშიც კი შეინარჩუნებს გრილ ტემპერატურას.

დაშალეთ კარავი დღის განმავლობაში

lashqroba5-1652682047.jpg

ჩრდილი დაგეხმარებათ, რომ კარავს სიგრილე შეუნარჩუნოთ, თუმცა მაინც შესაძლოა შემაწუხებელი სიცხე დატრიალდეს დღის ბოლოს. ამიტომაც იფიქრეთ კარავის დაშლაზე დაჩრდილულ ადგილას.

თან წაიღეთ გასაბერი საბავშვო აუზი

lashqroba6-1652682030.jpg

ცხელ ამინდში არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ფეხები წყლით გაიგრილო. თუ თქვენს კარავთან ახლოს იქნება წყალი, გაავსეთ გასაბერი აუზი და დაისველეთ ფეხები. ეს მთელს სხეულს გააგრილებს.

თან წაიღეთ პორტატული ვენტილატორი

ელემენტზე მომუშავე ვენტილატორების გამოგონება ერთ-ერთი საუკეთესოა კემპინგის მოყვარულებისთვის. ცხელ ღამეს, კარვის სავენტილაციო ფარდების გახსნა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი ჰაერის ცირკულაციისთვის. ამ ყველაფერს კი პორტატული ვენტილატორი უზრუნველყოფს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ადგილას მიამაგროთ და ჩამოკიდოთ მთელი ღამის განმავლობაში.

განსაზღვრეთ დღის განრიგი

lashqroba7-1652682009.jpg

არ ხართ დილის ადამიანი? კემპინგი ზაფხულის ცხელ ამინდში, ამის შესანიშნავ შანსს გაძლევთ. მზის ამოსვლასთან ერთად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ლაშქრობით, ველოსიპედით სეირნობით, მზარეულობით და სხვა აქტივობებით, რომლებიც ძნელად შესასრულებელი იქნება მაშინ, როცა მზე ზენიტშია. დაისვენეთ ან იცურეთ დღის ყველაზე ცხელ დროს და განაახლეთ აქტივობები საღამოს.

გაიგრილეთ თავი ძილის წინ

ხანგრძლივი, ცხელი დღის შემდეგ, დაძინებამდე ტემპერატურის დაწევა დაგეხმარებათ კომფორტულად დაძინებაში. მაშინაც კი, თუ ვერ ატარებთ პორტატულ ვენტილატორებს ან საბავშვო აუზს კემპინგისთვის, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სუფთა ტილო, ან პირსაცოხი. დაასველეთ ის გრილ წყალში, დაიდეთ შუბლზე და კისერზე. ეს დაგეხმარებათ მთელი სხეულის გაგრილებაში.

ევა რუაძე

წყარო: ehow.com