როგორ დავიძინოთ საშინელებათა ფილმის ნახვის შემდეგ - 6 მეთოდი - rogor.ge

როგორ დავიძინოთ საშინელებათა ფილმის ნახვის შემდეგ - 6 მეთოდი

ისაუბრეთ იმაზე, რაც გაშინებთ. იფიქრეთ და იმუშავეთ მათ დასაძლევად. კიდევ ერთი რამ, რაც შეგიძლიათ სცადოთ, არის თქვენი შიშებისგან თავის დაღწევა რაიმე სასაცილოს ყურებით, ან წაკითხვით. ისეთი აქტივობის კეთებით, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, ან მონაწილეობას.

გთავაზობთ 3 მეთოდს, თუ როგორ დაიძინოთ საშინელებათა ფილმის ნახვის შემდეგ:

„შიშების“ პირისპირ

1f-1652682598.jpg

საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ, თქვენ შეიძლება ჩაგყვეთ ფიქრი ზომბებზე, მოჩვენებებზე, სერიულ მკვლელებზე, ვამპირებზე და მონსტრებზე. იფიქრეთ იმაზე, რაც გაშინებს და აღიარეთ ის, რისიც გეშინიათ. იმის აღიარება, თუ რა გაშინებს, შეიძლება დაგეხმაროთ ამ შიშის ლოგიკურად გამკლავებაში, რადგან მას არ აქვს რეალური საფუძველი. მოჩვენებები და ვამპირები მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში არსებობენ.

ისაუბრეთ თქვენს შიშებზე

2f-1652682637.jpg

ეს შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო, რომ უთხრათ სხვას, როგორ გრძნობთ თავს. დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს, ან მისწერეთ მეგობარს. აირჩიეთ ვინმე, ვინც მხარს გიჭერთ და მოგისმენთ, როცა აუხსნით, რამ შეგაშფოთათ და შეგაწუხათ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ისეთივე უსაფრთხო გარემოში ხართ, როგორშიც ფილმის ნახვამდე იყავით. ფილმზე ასობით ადამიანი მუშაობდა და უამრავი თანხა დაიხარჯა კოსტიუმების შექმნაზე, გრიმსა და სპეციალური ეფექტების დამატებაზე. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა გადაღების დროს, კადრს მიღმა. იფიქრეთ თქვენი შიშის ახდენის ალბათობაზე და გამოიყენეთ რაციონალური აზროვნება თქვენი შიშების გასაქრობად.

აანთეთ სინათლე

3f-1652682702.jpg

თუ საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ სიბნელის გეშინიათ, აანთეთ შუქები. არ დაიძინოთ სრულ სიბნელეში.

ყურადღების გადატანა

4f-1652682737.jpg

საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ, ნუ დაწვებით დასაძინებლად მაშინვე. ცოტა ხნით უყურეთ რამე სასაცილოს. მხიარული შოუს ეპიზოდს, ცხოველების სასაცილო ვიდეოებს, ან უბრალოდ „ტიკ-ტოკი“ ჩასქროლეთ. საშინელებათა ფილმის გარდა სხვა რამეზე ფოკუსირება დაგეხმარებათ თქვენი შიშის გაქრობაში. სიცილი ასევე დაგეხმარებათ განწყობის შეცვლაში და თავს უკეთესად იგრძნობთ.

წიგნის წაკითხვა

5f-1652682776.jpg

აირჩიეთ წიგნი, რომელიც არ შეგაშინებთ - ახლა არ არის იმის დრო, რომ დაიწყოთ სტივენ კინგის რომელიმე რომანის წაკითხვა. აირჩიეთ რაიმე ოპტიმისტური, მხიარული ან გასართობი. თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ-გაზეთები, ან კომიქსები.

მოუსმინეთ მუსიკას

6f-1652682821.jpg

აირჩიეთ თქვენი საყვარელი ალბომი ან შემსრულებელი და აუწიეთ ხმას. მუსიკის მოსმენისას იმღერეთ, იცეკვეთ, ან მოაწესრიგეთ ოთახი. მუსიკა შესანიშნავი საშუალებაა თქვენი განწყობის შესაცვლელად და დაგეხმარებათ კონცენტრაციის სხვა რამეზე გადატანაში.

არ დაიძინოთ მარტომ

7f-1652682862.jpg

სთხოვეთ ვინმეს დაიძინოს თქვენს ოთახში, თუ ძალიან შეშინებული ხართ. დაურეკეთ მეგობარს ან ჰკითხეთ თქვენს ოჯახის წევრებს, შეუძლიათ თუ არა მათ თქვენს ოთახში დაძინება. თქვენს ოთახში ახლობელი ადამიანის ყოფნა თავს უფრო დაცულად გაგრძნობინებთ და გაგიფანტავთ უსიამოვნო ფიქრებს. თუ ძაღლი გყავთ, ნება მიეცით მას თქვენს ოთახში დაიძინოს.

გააღეთ, ან ჩაკეტეთ თქვენი ოთახის შიდა კარი

8f-1652682900.jpg

ზოგი ადამიანი თავს უფრო დაცულად გრძნობს, როდესაც ყველა კარი ჩარაზულია, ან პირიქით, ზოგი მშვიდადაა მაშინ, როცა ოთახის კარს ღიას ტოვებს. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ჩაკეტეთ გარე კარი და ფანჯარა.

კესო კვარაცხელია

წყარო:wikihow.com