როგორ შევინარჩუნოთ გლუვი კანი? პარსვის წესები
ზეითუნის ზეთი
პარსვამდე წინა საღამოს ზეითუნის ზეთი წაისვით - გვირჩევს დერმატოლოგი. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს იღლიის ზონაზე. პარსვის დროს კანი ნაკლებად ღიზიანდება, რბილდება და პარსვას აადვილებს.
დაიმუშავეთ კანი
გამორიცხეთ ნებისმიერი საპარსი გელები და კრემები, რომლებიც სპირტს შეიცავენ. ისინი აღიზიანებენ კანს.
გამოიყენეთ მამაკაცის საპარსი საშუალებები. ისინი უფრო ბასრია და უხეშ თმას უფრო ადვილად უმკლავდება.
ხშირად შეცვალეთ საპარსი პირები. ეს ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის აუცილებელი ნაბიჯია. გარდა ამისა თავიდან აირიდებთ ბლაგვი საპარსით შექმნილ დისკომფორტს.