როგორ უნდა ჩაიცვან დაბალ ტანიანმა გოგოებმა
ტანზე მომდგარი ტანსაცმელი
უარი თქვით ფართო ტანსაცმელზე და ჩაიცვით ტანზე მომდგარი. გამოკვეთილი სამოსი თქვენს ფიგურას ხაზს გაუსვამს და უფრო წარმოსადეგად წარმოგაჩენთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფართო ტანსაცმელია მოდაში, ჯობს უპირატესობა იმას მიანიჭოთ, რაც გიხდებათ.
მუქი ფერის ტანსაცმელი
შეგიძლიათ ატაროთ მუქი ფერის ტანსაცმელი, მაგრამ არა შავი. რადგან შავი ტანს ვიზუალურად ადაბლებს.
ტანსაცმელი ერთ ტონალობაში შეუხამეთ ერთმანეთს. უარი თქვით კონტრასტულ ფერებზე.
ჩაიცვით მაღალწელიანი სამოსი. მით უმეტეს რომ დაბალწელიანი მოდიდან გადავიდა და უკვე რამდენიმე წელია, მაღალწელიანი სამოსი მოდის მთავარი ტრენდია.
უპირატესობა იმ კაბებს მიანიჭეთ, რომელიც ტანზეა მომდგარი. არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ ბალახონი.
ატარეთ მუხლს ზემოთ ქვედაბოლო. უარი თქვით მიდიზე.
ჩაიცვით კლასიკური სწორი შარვალი. უარი თქვით ფართო, მოკლე შარვლებზე.
მოკლე მაისური – დიახ. ტუნიკა – არა.
უარი თქვით გრძელ პიჯაკზე და უპირატესობა მიანიჭეთ მოკლეს. ასევე მოიქეცით პალტოს შემთხვევაში. ჩაიცვით პალტო მუხლებამდე და არა გრძელი.