ჩაქაფულის მომზადება - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ჩაქაფული

მოამზადეთ ინგრედიენტები

chaqafuli

გარეცხეთ ხორცი, დაჭერით პატარა ნაჭრებად. მწვანილი და მწვანე ხახვი დაჭერით მსხვილად. ნიორი გაფცქვენით და დაკეპეთ.

ჩაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად

chaqafuli

ქვაბის ძირში ჩააწყვეთ ცოტაოდენი დაჭრილი ხორცი, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი და ნიორი. შემდეგ- ისევ ხორცი და ასე, ფენა-ფენა. ერთმანეთის მონაცვლეობით ჩაყარეთ ხორცი და საკმაზები. ყოველ ფენას მოაყარეთ წიწაკა და მარილი-გემოვნებით.

ტყემალი ან ალუჩა

chaqafuli

სულ ბოლოს მოაყარეთ ტყემლის მარცვლები. შეგიძლიათ ახალი ტყემლის მაგიერ, გამოიყენოთ დაკონსერვებული.

ღვინო

chaqafuli

მოასხით იმდენი ღვინო, რომ ხორცს არ ფარავდეს და დადგით მოსახარშად ნელ ცეცხლზე. კერძი მზად იქნება, როცა ხორცი მოიხარშება.

როგორ მოამზადოთ ჩაქაფული გურამ ბაღდოშვილის რეცეპტით