როგორ ამოვიყვანოთ სხვადასხვა სახის ლაქა ტანსაცმლიდან
ღვინის ლაქა პირველი: მოათავსეთ დალაქავებული ნივთი ცხელ რძეში, ან შრატში 30 წუთით, შემდეგ გარეცხეთ საპნით. მეორე: წაუსვით ლაქას წყალბადის ზეჟანგი (1ჩ.კ. პერეკისი ნახევარ ჭიქა წყალზე) და გარეცხეთ ცივი წყლით. ეს მეთოდი მხოლოდ თეთრ ქსოვილზე გამოიყენეთ. მესამე: მოაყარეთ მშრალ ქსოვილს სველი მარილი და 30 წუთის შემდეგ გარეცხეთ ცხელ საპნიან წყალში.
პომადის ლაქა თეთრი ქსოვილი დაამუშავეთ წყალბადის ზეჟანგით და გაავლეთ საპნიან წყალში, სანამ ლაქა არ გაქრება. თუ ქსოვილი ფერადია, გამოიყენეთ სკიპიდარი ან ეფირი. თუ ეს მეთოდი არ უშველის, დაადეთ ქსოვილის ორივე მხარეს ხელსაწმენდი, მოაყარეთ მას ცოტა ტალკი და გააუთოვეთ საშუალო ტემპერატურაზე.
ცხიმის ლაქა ცხიმის ლაქა შეგიძლიათ ამოიყვანოთ ბენზინით, სკიპიდარით, ან აცეტონით. წაუსვით ლაქას ბენზინი, დააფარეთ ხელსაწმენდი და გააუთოვეთ თბილი უთოთი. თუ ქსოვილი არ ირეცხება, ამოუფინეთ მას თეთრი სუფთა ქსოვილი, კარგად გააცხელეთ კარტოფილის ფქვილი და მოაყარეთ ლაქას. 30 წუთის შემდეგ მოაცილეთ ფქვილი. გაიმეორეთ პროცედურა ლაქის ამოყვანამდე.
ტონალური კრემის ლაქა. თუ ტონალური კრემით სინთეტიკური ქსოვილი დაგესვარათ, ჩააგდეთ ის ცხელ, ლაქების ამომყვან საშუალება გარეულ წყალში, გააჩერეთ 5-6 საათი და გარეცხეთ. ბამბის და შალის ქსოვილი სხვანაირად ირეცხება. ასეთ შემთხვევაში ლაქას წაუსვით ამომყვანი ქიმიური საშუალება, გააჩერეთ 15 წუთი, გაავლეთ და გარეცხეთ სარეცხი საპნით.
ოფლის ლაქა ოფლის ლაქა მარტივად ამოყავს ლიმნის წვენს. წაუსვით ლიმნის წვენი ქსოვილის ჭუჭყიან ნაწილს, გააჩერეთ 30 წუთით და გარეცხეთ.