როგორ გადავაჩვიოთ კატა დაკაწვრას?
აღზარდეთ კნუტობიდან
შეწყვიტეთ თამაში
აღზარდეთ კნუტობიდან
შეწყვიტეთ თამაში
მცირე ხმაური
მდოგვი ხშირად ბრჭყალებთან ერთად კნუტი კბილების გამოყენებას იწყებს. ასეთი ქცევაც ადრეული ასაკიდან უნდა აღკვეთოთ. თუ თამაშის შეწყვეტა და ხმაური არ შველის, ადრევე მოამზადეთ მდოგვი და როგორც კი კნუტი აგრესიის გამოხატვას დაიწყებს, მდოგვიანი ხელი პირში ჩაუდეთ. მდოგვის გემო კნუტისთვის საკმაოდ უსიამოვნო იქნება და დიდი ხნით დაუკარგავს კბენის სურვილს.
იატაკზე დაწოლა ხშირად კბილებისა და ბრჭყალების საშუალებით კატა ცდილობს თავისი უპირატესობის დამტკიცებას. ეს არ უნდა დაუშვათ, რადგან ის უმართავი გახდება. კბენისა და დაკაწრვის შესაჩერებლად, მკაცრად მიმართეთ აგრესორს და მტკიცედ, მაგრამ უხეშობის გარეშე დააწვინეთ იატაკზე. ასე გყავდეთ გაჩერებული მანამ, სანამ კატა წინააღმდეგობის გაწევას არ შეწყვეტს. ამის შემდეგ შეაქეთ და მოეფერეთ ფისოს.
სათამაშოები ფისოსთან თამაშის დროს საკუთარი ხელების მაგიერ, სათამაშოები გამოიყენეთ, ამ შემთხვევაში თქვენს კატას აღარ ექნება ცდუნება თქვენი ხელფეხი დაკაწროს.