როგორ ვაბანაოთ ახალშობილი?
სპეციალური ტაშტი
ახალშობილი სპეციალურ ტაშტში უნდა აბანაოთ, სასურველია არც ისე დიდში, რადგან პატარებს აშინებთ დიდი სივრცე. დღეისათვის ბაზარზე ასეთი სპეციალური ტაშტების ფართო არჩევანია, ამასთან ბევრი მათგანი ისეა გაკეთებული, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ასეთი ტაშტები იმეორებს ბავშვის ანატომიურ ფორმებს და მას ჩამოცურების საშუალებას არ აძლევს, რადგან ზურგთან აქვს სპეციალური დასაყდენი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვის თავი ყოველთვის წყლის ზემოთ შენარჩუნდება და ბანაობის პროცესიც უსაფრთხო გახდება.
აბანავეთ პირველივე დღიდან
ბანაობამდე გაზომეთ წყლისა და ჰაერის ტემპერატურა. პროცესი თბილ ოთახში წარმართეთ. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა დავარდეს 24-26 გრადუსზე დაბლა. წყლის ტემპერატურა კი 36-39 გრადუსს უნდა შეადგენდეს.
იმისთვის, რომ ბავშვს ალერგია არ დაეწყოს, ბანაობისას მხოლოდ ბავშვის საპონი გამოიყენეთ. სამ თვემდე ბავშვს ნუ აბანავებთ შამპუნებით, ქაფებითა და პარფიუმერული საშუალებებით. ბანაობის შემდეგ გაამშრალეთ ნაზად, რადგან მას ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს. კანი უნდა გაუმშრალეთ საგულდაგულოდ, რადგან სისველემ შეიძლება კანის დაავადებები გამოიწვიოს. გამშრალების შემდეგ ჭიპლარის ჭრილობა დაუმუშავეთ პერეკისით.