როგორ გავიცნოთ ადამიანი უკეთ?
რა ხდის შენს ცხოვრებას განსაკუთრებულს?
რა მოხდება, თუკი…?
რა ხდის შენს ცხოვრებას განსაკუთრებულს?
რა მოხდება, თუკი…?
პირადი კითხვები
კითხვები წარსულის შესახებ ადამიანის წარსული მისი ხასიათის სიღრმეების შესწავლასა და პიროვნების წარსულის გააზრებაში გვეხმარება. თუ მოსაუბრე განსაკუთრებულად პირად საუბარში ჩაითრიე, დარწმუნებული იყავი, რომ ნამდვილად გენდობა: ჰკითხე, ჰქონია თუ არა ისეთი გამოცდილება, როდესაც ეგონა, მის თავს ცუდი რამ ხდებოდა, მაგრამ სამომავლოდ საუკეთესო შედეგები მოუტანა; რა ფილმზე ან ლიტერატურულ ნაწარმოებზე იტირა ბოლოს; რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება; რა გამოცდილებამ გააძლიერა პიროვნულად ყველაზე მეტად; რა პრობლემები ჰქონდა გარდატეხის ასაკში; რა არის საუკეთესო ან ყველაზე ცუდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიუღია; რა ენატრება ბავშვობიდან ყველაზე მეტად; რა იყიდა პირველი ხელფასით; რაზე განერვიულდა ბოლო დროს; რა ისწავლა ღირებული წინა კვირას; რა ასაკში მიხვდა, რომ ზრდასრული იყო…
დაბოლოს, შემთხვევითი კითხვები ასეთი კითხვები მაშინ გამოიყენება, როდესაც მოსაუბრეს რაღაც საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს უსვამ და მოულოდნელად მისი დაბნევა ან განიარაღება გინდა, სერიოზულად დასმულ კითხვაზე გულახდილი პასუხი რომ გაგცეს: მაგალითად, შუა საუბრისას ყურადღება მოულოდნელად რომელიმე ნახატზე გაამახვილე და ჰკითხე — „როგორ ფიქრობ, რა ეღირება ეს ნახატი?“ ან „ხომ არ იცი, სად არის ჩვენი თანამშრომელი?“