როგორ ამოვიცნოთ ხასიათით შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშნები - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ ხასიათით შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშნები

 

ვერძი
თუ თქვენ ვერძი ხართ, ერთხელ მაინც გადაეყრებით თქვენსავით რქოსან და ჯიუტ ნიშანს – თხის რქას. აჯობებს მასთან დიპლომატიას მიმართოთ იმიტომ რომ, სხვაგვარად ვერაფერში გადაარწმუნებთ.

 

კურო
ოდესმე დაპირისპირება მოგიწევთ ლომთან, მისი მფლანგველობისა და ზედმეტი ხელგაშლილობის გამო. თქვენთვის გაუგებარი იქნება, რატომ უნდა ანიავოს ადამიანმა ფინანსები აბსოლუტურად უსარგებლო და ე.წ. „ფუფუნების“ ნივთებში.

 

ტყუპი
სიტყვიერად მაინც დაუპირისპირდებით ოდესმე მორიელს, რომელიც თქვენსავით სიტყვის დიდოსტატია – ოღონდ გესლიან ტონალობაში გაჯობებთ. ამიტომ აჯობებს, მასთან მოკლედ და ლაკონიურად ისაუბროთ. კამათში თუ აყვებით, ის აუცილებლად დაგღლით და შეეცდება თქვენი ემოციებით მანიპულირებას.

 

კირჩხიბი
ვერძთან მისი ხისტი და უტაქტო გამოხდომების გამო, შესაძლოა, ლამის საშვილიშვილო მტრობა გააჩაღოთ. ვერძი ვერ იტანს თქვენს მელანქოლიურ ბუნებასა და მიდრეკილებას, იწუწუნოთ ხოლმე. თქვენ კი, თქვენი მხრივ, დიდხანს ვერ მოინელებთ მისგან ნათქვამ უხეშ რეპლიკებს.

 

ლომი
ერთხელ მაინც დაუპირისპირდებით ცხოვრებაში მორიელს, რომელიც თქვენსავით ამბიციური და ძალაუფლებისმოყვარე ნიშანია. თუმცა, სტრატეგია და გზები თავად ამ ძალაუფლების მოპოვებისა თქვენ ორ შორის მკვეთრად განსხვავდება. აჯობებს, ღიად არასოდეს გააჩაღოთ ომი მასთან. მხოლოდ ტაქტიკური სვლებით აჯობებთ.

 

ქალწული
აუცილებლად გაგაღიზიანებთ თევზების უთავბოლობა და მოუწესრიგებელი ცხოვრების წესი. ხშირად მოგინდებათ, რომ აიძულოთ, ეს ხალხი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს.

 

სასწორი
გარკვეული დაძაბულობა შეგექმნებათ თხის რქასთან, რომელიც თქვენგან განსხვავებით ცივი გონების, რაფინირებული და საკმაოდ უემოციო ნიშანია, როცა საქმე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ეხება. ისწავლეთ მისგან ხასიათის სიმტკიცე და სწრაფი ადაპტირება. ეს მხოლოდ წაგადგებათ.

 

მორიელი
ყველაზე მწვავე დაპირისპირება მერწყულის ნიშნით დაბადებულთან გექნებათ, იმიტომ რომ თქვენი მაქსიმალისტური ბუნება ვერ აიტანს ამ ადამიანების მსუბუქ და გაურკვეველ დამოკიდებულებას საქმისა და ცხოვრების მიმართ. გაგიჭირდებათ, ასევე, მერწყულის ბრძოლაში გამოწვევა, ის უბრალოდ არ აგყვებათ აგრესიაში, რითაც უდავოდ მოგიგებთ.

 

მშვილდოსანი
საშინლად გაგაღიზიანებთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანების ჭკუის სწავლება და დამრიგებლური ტონი. თქვენთვის გაუგებარი იქნება მათი მერკანტილური ხასიათი და მოთხოვნილება, ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით აკეთონ.

 

თხის რქა
აუცილებლად დაუპირისპირდებით ჯიუტ და „ხისთავა“ ვერძს, რომელიც გამუდმებით ცდილობს თქვენთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. აჯობებს, მასთან კოლეგიალური დამოკიდებულება იქონიოთ, ამგვარი სვლით ორივე მოგებული დარჩებით.

 

მერწყული
შესაძლოა, გაგიჭირდეთ ლომისთვის დამახასიათებელი ამბიციებისა და „ზემოდან ცქერის“ ჩვევის ატანა. თქვენთვის რთული გასაგები იქნება, რატომ მოსწონს ლომს ლიდერობა დიქტატურის ხარჯზე, როცა მეგობრული დამოკიდებულებით უფრო მარტივია ხალხის მართვა.

 

თევზები
აუცილებლად დაგთრგუნავთ დაუკვირვებელი და უტაქტო მშვილდოსანი. მისმა შენიშვნებმა (რომლებსაც, სხვათა შორის, იგი ობიექტურს უწოდებს), შესაძლოა, თქვენს სათუთ ფსიქიკას დიდი ტრავმა მიაყენოს.