როგორ მოვუაროთ შალის ტანსაცმელს?
აკრძალეთ უთო
შალის ტანსაცმელი შეიძლება დაორთქლოთ, მისი დაუთოვება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თქვენ რისკავთ, ტანსაცმლის დეფორმაციას, გაწელვას ან "დაღეჭვას" და მას უკვე ვეღარასოდეს ჩაიცვამთ. თუ თქვენი ახლად გარეცხილი შალის სვიტერი კიდევ საჭიროებს გასწორებას, გადაკიდეთ ის ორთქლით სავსე სააბაზანო ოთახში.
არ დაივიწყოთ სპეციალური საშუალებები
თუ შალის ტანსაცმლის გარეცხვას ახლავე აპირებთ, ქიმიური საშუალებების მაღაზია კი უკვე დაკეტილია, ან მეტისმეტად შორს არის თქვენი სახლისგან, გამოყენეთ მარტივი და ძალიან ეფექტური ხერხი - გაავლეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივ შამპუნსა და ცივ წყალში, ანდაც გამოიყენეთ ბავშვის შამპუნი, თუ თქვენი ტანსაცმელი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
არ არის საჭირო ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა მის მის გასარეცხად, საკმარისია მისი გავლება სპეციალურ საშუალებაში. და რაც მთავარია, გარეცხეთ შალის სვიტერი ამობრუნებულ მდგომარეობაში, ეს ხერხი დაგეხმარებათ, დაიცვათ თქვენი საყვარელი ტანსაცმელი ე.წ. ბურძგლების გაჩენისგან.
შალის ტანსაცმელზე გაჩენილი ე.წ. ბურძგლები ის მოვლენაა, რომელსაც ვერ გაექცევით. ის ტანსაცმელს მოუვლელ და დაძველებულ იერსახეს აძლევს. მაგრამ მათთან ბრძოლა შესაძლებელია. მათი მოცილება სპეციალური მანქანის ან ბრიტვის საშუალებით შეგიძლიათ.