როგორ მუშაობს სპირალი? ყველაფერი ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივის შესახებ - rogor.ge

როგორ მუშაობს სპირალი? ყველაფერი ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივის შესახებ

ეფექტურობა

„სპირალი“ დაახლოებით 99.9 პროცენტით ეფექტურია. თუმცა, აბების და ორსულობისგან დამცავი სხვა საშუალებების მსგავსად, „სპირალი“ სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან ვერ დაგიცავს, ეს კომპეტენცია მხოლოდ კონდომს აქვს.

როგორ მუშაობს „სპირალი“?

ამ მოწყობილობის მოქმედების პრინციპი სპერმის შეკავებაზეა დამყარებული — ზიგზაგოვან ტრაექტორიაზე მოძრაობით, „სპირალი“ ხელს უშლის სპერმას, საშვილოსნოს მილებში ქვემოდან ზემოთ გადაადგილდეს და საკვერცხეებამდე მიაღწიოს; გარდა ამისა, საშვილოსნოში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზეც ზემოქმედებს და საკვერცხეებს განაყოფიერებისგან იცავს.

რისგანაა დამზადებული?

„სპირალი“ სპილენძისგან შედგება. ამ შემთხვევაში ParaGard-ის ტიპის „სპირალზე“ ვსაუბრობთ, რომელიც Skyla-სა და Mirena-სგან განსხვავებით, გადაუდებელი კონტრაცეფციის არაჰორმონალური საშუალებაა. ParaGard-ის ტიპის „სპირალის“ დანარჩენებთან შედარებით უპირატესობა ისიცაა, რომ ყველანაირი აგებულების და სხეულის მასის ინდექსის მქონე ქალისთვის მისაღებია, განსაკუთრებით კი — ჭარბწონიანებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) 35-ზე მაღალია.

სპირალის ჩადგმა იმ შემთხვევაში ღირს, თუ ორსულობისგან თავის დაცვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში გეგმავთ. მხოლოდ გადაუდებელი კონტრაცეფციის მიზნით კი მისი გამოყენება საკმაოდ არაკომფორტულიცაა და ძვირიც.

სად შეიძლება მისი შოვნა? გინეკოლოგთან ან რეპროდუქციული მედიცინის ცენტრებში. „სპირალის“ ჩადგმა გინეკოლოგის მიერ ხდება.

მტკივნეულია თუ არა მისი ჩადგმა და რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში?

„სპირალის“ ჩადგმა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურ შეგრძნებებს იწვევს. 13 გამოკითხული ქალის შედეგად გაირკვა, რომ ზოგიერთისთვის ეს პროცესი ტკივილის უმნიშვნელო შეგრძნებასთან იყო დაკავშირებული (ჩადგმის დროს, საშვილოსნოს ყელის ოდნავი გაფართოება ხდება), გამოკითხულთა ნაწილმა კი განაცხადა, რომ ტკივილი, ძლიერი აღმოჩნდა. კარგი ამბავი ისაა, რომ პროცედურა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება და 10 წელი მისი გამეორება აღარ გიწევს. ასევე, ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ „სპირალი“ მათი მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობას ართულებს, ზოგი კი — მის მოქმედებას საერთოდ არ უჩივის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შენ სხეულზეა დამოკიდებული და როგორც წესი, 6-12 თვის შემდეგ, ყველაფერი მწყობრში ჩადგება.

ცისტიტი სექსის შემდეგ - როგორ ავიცილოთ თავიდან