როგორ მივიღოთ სახელმწიფო დაფინანსება ჩვენი ბიზნესისთვის?
პროგრამის განხორციელების ეტაპები:
ბიზნეს იდეის წარდგენა
ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://qartuli.ge/ (განაცხადის ბეჭდური ვერსია არ მიიღება).
განაცხადის გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ.
შერჩეული ბიზნესიდეების ავტორების გადამზადება ბიზნესიდეის ბიზნესგეგმად გარდასაქმნელად
ბიზნეს გეგმის წარდგენა
ბიზნესგეგმის განაცხადის შევსება ვებგვერდზე http://qartuli.ge (განაცხადის ბეჭდური ვერსია არ მიიღება)
განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ.
საუკეთესო ბიზნესგეგმების გამოვლენა
საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორების მიეწ 20%-ის თანამონაწილეობის თანხის დაფარვა
საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორებზე მიკრო გრანტის გაცემა.
დაფინანსების მექანიზმი
ერთი მეწარმე სუბიექტი - თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა - 5 000 ლარი
ორი მეწარმე სუბიექტი - თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა - 10 000 ლარი
სამი მეწარმე სუბიექტი - თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა - 15 000 ლარი
ყველა ბენეფიციარი მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ტექნიკურ მხარდაჭერას:
ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
ბიზნესგეგმების შედგენის ტრენინგი
ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
არ არის საჯარო მოხელე
არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20% თანხობრივ თანამონაწილეობას; აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.