როგორ მოვამზადოთ პროტეინის კოქტეილი სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ პროტეინის კოქტეილი სახლის პირობებში

იქამდე სანამ შევუდგებით პროტეინის კოქტეილის მომზადებას, საჭირო გავერკვეთ, რაშია მისი უპირატესობა და რისთვის გვჭირდება. პროტეინი პირველ რიგში წარმოადგენს ცილებს, რომლებიც შესანიშნავად კვებავენ ჩვენი ორგანიზმის კუნთებს. მეორეც, პროტეინი უნიკალური ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია ახალი ცილების სინთეზისთვის. არსებობს რამდენიმე წესი, რომელის ცოდნაც საჭიროა ასეთი კოქტეილის მიღების წინ. არ მიიღოთ პროდუქტი საღამოს და მით უმეტეს ღამით. მისი დალევისთვის საუკეთესო პერიოდია დილა. პროტეინის მიღება ასევე რეკომენდებულია ვარჯიშის შემდეგ, ეს მოგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში და ბევრად გაზრდის თქვენი კუნთის მასას. პროტეინის კოქტეილის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. რეცეპტების დიდი რაოდენობა, გამოყენებული ინგრედიენტების ვარიაცია დაგეხმარებათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში.

განვიხილოთ რამდენიმე რეცეპტი, რომლის დამზადებაც შესაძლებელია სახლის პირობებში:

აიღეთ 250 მლ. რძე და 1-2 კოვზი კრისტალიზებული ამინომჟავა. გემოს გაძლიერებისთვის საჭიროა მარწყვის და ვაშლის რამდენიმე ნაჭრის დამატება. ათქვიფეთ ინგრედიენტები ბლენდერის საშუალებით.

აიღეთ 1 კოვზი თაფლი, გახეხილი ნიგოზი და დაუმატეთ ერთი ცალი უმი კვერცხი. ჭიქის თავისუფალი ადგილი შეავსეთ კეფირით, შემდეგ ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში მიქსერის მეშვეობით. თქვენი პროტეინის კოქტეილი მზადაა.

სხვა სახის პროტეინის კოქტეილის გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ სახეხზე წვრილად გახეხილი - მიწის მსხლის 2 ბოლქვი, ვაშლის წვენი 100 გრამი, 1 კოვზი ლუდის საფუარი და ნიგოზი. მიღებული პროდუქტი ათქვიფეთ მიქსერის მეშვეობით. გადაასხით ჭიქაში და ისიამოვნეთ კოქტეილით.

შემდეგი სახის პროტეინის კოქტეილისთვის დაგჭირდებათ 100 გრამი წვრილად გახეხილი გამომშრალი სოკო, მაიონეზი 50 გრამი, ერთი ცალი უმი კვერცხი, მდნარი ყველი 50 გრამი და 100 გრამი წვრილ სახეხზე გახეხილი მოხარშული კარტოფილი. ასეთი სახის კოქტეილი დალევა საჭიროა საჭმლის მიღებამდე 30-45 წუთით ადრე.