ყურადღება უნდა მიაქციოთ საბურავებს. განსაკუთრებით მის ზომას. რაც უფრო ფართოა საბურავები, მით უფრო ნელა ივლის თქვენი ველოსიპედი. შეამჩნევდით, რომ ყველა სწრაფი ველოსიპედის საბურავი საკმაოდ ვიწროა.. ამიტომ შეგიძლიათ მას საბურავები გამოუცვალოთ და დაუყენოთ ისეთი, როგორზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
ტრანსმისია
ამ სისტემას ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება. კონკრეტულად კი კბილანების რაოდენობას ვარსკვლავებზე. როგორც წესი ველოსიპედს წინა ვარსკვლავზე უყენია 42 ან 44 -იანი კბილანა. სიჩქარის მოსამატებლად შეცვალეთ ის 48-იანი კბილანით. თანამედროვე ველოსიპედების უმეტესობას ვარსკვლავები ეხსნება, ამიტომ მთელი სისტემის მოხსნა არ მოგიწევთ.
ე.წ. 'ვილკა'
მეტი სიჩქარისთვის უნდა აირჩიოთ ხისტი 'ვილკა', ამორტიზატორების გარეშე, რაც საშუალებას მოგცემთ განავითაროთ სწრაფი სიჩქარე. თუ ასეთის შეძენის საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ ამორტიზატორები დაბლოკოთ.
კონტაქტური პედლები
პედალირების ეფექტურობის გასაზრდელად დააყენეთ კონტაქტური პედლები. როგორც პრაქტიკა აჩვენებს პედლების შეცვლა 20% ზრდის სიჩქარეს.
აეროდინამიკა
არ უნდა დაივიწყოთ აეროდინამიკაც. თუ შეცვლით დასაჯდომს, შეიცვლება სიჩქარეც. დაბალი დასაჯდომი ქმნის ჰაერის ნაკლებ წინააღმდეგობას. ამ მეთოდით ძალიან ეფექტურად გავზრდით ჩვენი ველოსიპედის სიჩქარეს.