როგორ დავამყაროთ სახლში იდეალური სისუფთავე?
აღვადგინოთ დაზიანებული ხის ზედაპირი
ერთმანეთში აურიეთ 1/2 ჭიქა ძმარი და 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი, დაასველეთ მასში ჩვარი და გაწმინდეთ ხის ზედაპირი. ნაფხაჭნები მთლიანად გაქრება, ზედაპირი კი ახალივით იქნება.
როგორ გავწმინდოთ კარადა
ერთმანეთში აურიეთ 1 კოვზი ზეთი და 2 კოვზი სოდა, კარადის გასაწმენდად გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ან ნაჭერი.
ჩაასხით ცელოფანში ძმარი და შემოახვიეთ ონკანს. გააჩერეთ 20 წუთი. თუ საჭირო ეფექტს ვერ მიიღწიეთ, გააჩერეთ კიდევ 1 საათით.
ჩადეთ მესერი პლასტმასის ტომარაში, დაამატეთ მასში 2-3 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი, გააჩერეთ 12 საათით და გარეცხეთ.
აურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი, ერთი ჭიქა ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალება, 1 ჭიქა გამათეთრებელი, 1/2 ჭიქა ბორის მჟავა და ძალიან ცხელი წყალი.
აიღეთ ბამბა და გააკეთეთ მისგან ბურთულები, დაახლოებით 1 სანტიმეტრიანი დიამეტრის. დაასველეთ ის გამათეთრებელ საშუალებაში, დაალაგეთ ნადებზე და გააჩერეთ ერთი ღამით. დილით მოაცილეთ ნადების ნარჩენი კბილის ჯაგრისით.
სუფრის ვერცხლეულობა ადვილად იწმინდება ადუღებული წყლის, ალუმინის ფოლგისა და მარილის საშუალებით. ეს ყველაფერი მოათავსეთ ჯამში ან სარეცხ ნიჟარაში 30 წუთით.