როგორ აღვადგინოთ facebook-ი? - rogor.ge

როგორ აღვადგინოთ facebook-ი?

სცადეთ პაროლის აღდგენის ყველა საშუალება? პირველ რიგში, თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი გვერდის იდენთიფიკაცია. დააკლიკეთ პაროლის ქვეშ არსებულ წარწერას "forgot account?"და გამოსულ ფანჯარაში ჩაწერეთ ან თქვენი იმეილის მისამართი, ან ტელეფონის ნომერი, ან თქვენი სრული სახელი და გვარი, რომლითაც დარეგისტრირებული იყავით Facebook-ზე.

ამოიცანით თქვენი პროფილი პირველი ნაბიჯის შემდეგ, გამოჩნდება პროფილების ჩამონათვალი, რომელშიც უნდა ამოიცნოთ საკუთარი. დააკლიკეთ მას. გამოჩნდება ფანჯარა წარწერით "Reset Your Password".სადაც მოცემული იქნება შეკითხვა: როგორ გსურთ თქვენი მონაცემების მიღება, იმეილით თუ ტელეფონით, თუ არც ერთი არ გახსოვთ, დააკლიკეთ ფანჯრის ქვემოთ ლურჯ წარწერას: "No longer have access to these?"

ახალი იმეილი გამოჩნდება ახალი ფანჯარა წარწერით "How Can We Reach You?" შეიყვანეთ მასში ახალი იმეილი, ან ტელეფონის ნომერი, შემდეგ დაადასტურეთ პირველ ველში შეყვანილი ინფორმაცია. ახალ მეილზე თქვენ გამოგეგზავნებათ ინფორმაცია, თქვენი ექაუნთის აღდგენის შესახებ! წარმატებას გისურვებთ!