როგორ დავადგინოთ ორსულობა?
იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი ნიშნები გაგიჩნდებათ, უმჯობესია, გინეკოლოგს მიმართოთ:
*გულისრევა და ღებინება დილით;
*გემოს შეცვლა (ზიზღი ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ხორცი, თევზი, მიდრეკილება ცხარე და მჟავე კერძებისა და უჩვეულო ნივთიერებებისადმი, როგორიცაა ცარცი, თიხა და სხვ.);
*ყნოსვის შეცვლა (ზიზღი სხვადასხვა სუნისადმი, რომელიც ადრე ზიზღს არ ბადებდა);
*გაღიზიანებადობა, სისუსტე, ძილიანობა, მკვეთრი ცვლილებები ხასიათში.
ორსულობას, ასევე, მოწმობს ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური ცვლილებებიც:
*მენსტრუაციის შეწყვეტა;
*ხსენის გამოყოფა ძუძუს თავზე ზეწოლისას;
*აფთიაქში შეძენილი ტესტის დადებითი შედეგი.
*ნაყოფის ნაწილების განსაზღვრა ქალის მუცლის პალპაციის დროს;
*ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
*ნაყოფის გულისცემის ტონების განსაზღვრა.
ორსულობის დიაგნოსტიკაში დაგეხმარებათ სამედიცინო ცენტრი "ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია".