როგორ აღვიდგინოთ ჩახლეჩილი ხმა
იმ შემთხვევაში, თუ ხმის ჩახლეჩვის მიზეზი ძალიან ხმამაღლა ყვირილია, დალიეთ ცხელი ჩაი. უკეთესი შედეგისთვის დაუმატეთ მას თაფლი და ლიმონი. ასევე რეკომენდებულია ყურძნის წვენი შაქრის გარეშე, ან ძახველის წვენი. თუ გიყვართ რძე, მაშინ სვით იგი თბილ მდგომარეობაში მთელი დღის განმავლობაში.
გაციების შემთხვევაში მოქმედ საშუალებად ითვლება სავლები. განაზავეთ 1 ს/კ გვირილა ან გულყვითელა 1 ჭიქა თბილ წყალში. გამოივლეთ ეს ნაყენი ყელში 1 საათის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში არ შეიძლება რამის დალევა ან ჭამა.
წამოადუღეთ ბეგქონდარა. შემდეგ გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ისუნთქეთ ორთქლი. ინჰალაცია ხსნის ყელს, სასუნთქ გზებს და ეფექტურად აღადგენს ჩახლეჩილ ხმას.
ჩახლეჩილ ხმას მცეენარეული ზეთებიც შველის. მცენარეული ზეთი გამოიყენება ყელში გამოსავლებად. თუ გიყვართ თაფლი, მაშინ გამოიყენეთ იგი როგორც წამალი. ჩაიდეთ პირში თაფლიანი კოვზი და ნელ-ნელა გალოკეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც გევალებათ ხმის ჩახლეჩვის შემთხვევაში ეს არის - ექიმთან ვიზიტი. ის გამოგიწერთ საჭირო საშუალებებს თქვენი ხმის იოგების აღსადგენად. მკურნალობის დროს ეცადეთ ილაპარაკოთ რაც შეიძლება ცოტა. მოერიდეთ ჩურჩულს, იგი უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე ყვირილი. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ ხმის აღმდგენი სპეცალური პრეპარატები, ექიმის კონსულტაციით.