როგორ ვუმკურნალოთ მზით დამწვრობას?
პირველადი დახმარება - სველი კომპრესი.
გრილი აბაზანა
პირველადი დახმარება - სველი კომპრესი.
გრილი აბაზანა
ხალხური მეთოდები
ჩრდილი გახსოვდეთ, როგორც კი აღმოაჩენთ, რომ დაიწვით, მაშინვე გადადით ჩრდილში. შემდეგ გაიგრილეთ კანი, მაგრამ არა ტემპერატურის ძლიერი კონტრასტით.
ინტენსივობა კომპრესის დადება და აბაზანის მიღება კარგი იქნება დღეში რამდენჯერმე.
სკრაბი და საპონი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სკრაბი და საპონი. ამის გამო კანი გადაგძვრებათ და შეიძლება ინფექცია შეგეჭრათ.
ვაზელინი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კრემები ვაზელინის, ლიდოკაინის ან ბენზოკაინის შემცველობით. არ არის რეკომენდირებული გასარუჯი ზეთის წასმაც. ეს საშუალება არ არის დამწვრობის საწინააღმდეგო, ის რუჯის მიღებაში გეხმარებათ და ხელს უშლის კანის გაჯანსაღების პროცესს.
დატენიანება კომპრესების შემდეგ დაიმუშავეთ კანი დამატენიანებელი კრემით.
მედიკამენტები თუ დამწვრობის შემდეგ გაგიჩნდათ სისუსტის და დაღლის შეგძნება, მიიღეთ ასპირინი, ან პარაცეტამოლი.
სამედიცინო დახმარება განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში შეიძლება აგიწიოთ ტემპერატურამ და დაგეწყოთ ციება, ან გულის რევა. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.