როგორ გავარჩიოთ გრიპი და გაციება ერთმანეთისგან?
გაციების სიმპტომები: • ყელის ტკივილი • გაჭედილი ცხვირი • სურდო • ხველა • აწეული ტემპერატურა (37°-38°С)
გრიპის სიმპტომები: • მაღალი ტემპერატურა (38°С მეტი) • ციება • ტანში მტვრევა • სისუსტე
გაციების სიმპტომები: • ყელის ტკივილი • გაჭედილი ცხვირი • სურდო • ხველა • აწეული ტემპერატურა (37°-38°С)
გრიპის სიმპტომები: • მაღალი ტემპერატურა (38°С მეტი) • ციება • ტანში მტვრევა • სისუსტე
როგორ ვუმკურნალოთ გაციებას? გაციების საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს. შეგიძლიათ მხოლოდ ავადმყოფების მიმდინარეობა შეიმსუბუქოთ. მიიღეთ ბევრი სითხე. უარი თქვით ყავაზე და კოკაკოლაზე. ისინი ორგანიზმს აუწყლოვანებს. ჭამეთ რაც მოგესურვებათ. ცხელი გლინტვეინი დაძინებაში დაგეხმარებთ, მაგრამ ამ დროსაც ფრთხილად იყავით: არ შეიძლება წამლისა და ალკოჰოლის ერთად მიღება.
დავიგდოთ თუ არა ტემპერატურა? ტემპერატურა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა და მისი დაგდება იარაღის დაყრას ჰგავს. გამონაკლისი ბავშვები და მოხუცებია, ასევე ადამიანები ავადმყოფი გულითა და ფილტვებით.
რამდენ ხანს გვშველის ცხვირის სპრეი? ის სუნთქვას გიმსუბუქებთ, მაგრამ ეფექტურია მხოლოდ ორი–სამი დღის მანძილზე.
როგორ დავიცვათ თავი ეპიდემიის დროს? ყველაზე კარგი პროფილაქტიკა იმუნური სისტემის გამაგრებაა. ამიტომ მიიღეთ, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.
სწორია თუ არა მკურნალობა ანტიბიოტიკებით? ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებს ებრძვის. გრიპი და გაციება კი ვირუსული დაავადებებია, ამიტომ მისი გამოყენება უშედეგოა.