როგორ შევარჩიოთ ყვავილები საჩუქრად
ფლორისტიკაში ციფრებს გააჩნიათ თავისი მაგია: -სამი ყვავილი - პატივისცემა -ხუთი- აღიარება -შვიდი- სიყვარული -ცხრა- გაღმერთება თუ თაიგულში ყვავილების რაოდენობა თორმეტზე მეტია, მაშინ მისი დანიშნულების გასაგებად საჭიროა რიცხვის ექვსზე გაყოფა. არ არის მიღებული თაიგულში ცამეტი ყვავილის ჩუქება. განსაკუთრებული აზრი დევს ერთიანში. ერთი ყვავილი საჩუქარში უნდა იყოს განსაკუთრებული, ექსკლუზიური და იშვიათი. მხოლოდ მაშინ ის ასახავს განსაკუთრებულ კავშირს ქალსა და კაცს შორის: „შენ ხარ ჩემი ერთადერთი“.
ფერი ფერების პალიტრა მრავალმხრივი და ხანადახან სახიფათო ხასიათისაა. უმეტესობამ არ იცის რომ ყვითელი ფერი სულაც არ არის „დაშორების ნიშანი“. ყვითელი– მეგობრობის ამსახველი სიმბოლოა. შეგიძლიათ მიართვათ ასეთი ნათელი თაიგული გოგოს, რომელსაც მოსწონხართ მაგრამ იგივე გრძნბებით ვერ პასუხობთ მას. გრძნობების ყველა ელფერს გადმოგვცემს შემდეგი სემანტიკა. - წითელი-ვნებიანი სიყვარულის სიმბოლო. - ვარდისფერი- მოკრძალებული შეყვარებულობის სიმბოლო, მშობლების სიყვარული - ნარინჯისფერი - მხიარულება, დღესასწაული - ოქროსფერი - სიმდიდრე - ცისფერი, ლურჯი - ოჯახი, ერთგულება - თეთრი - სიწმინდე, უმანკოება - მწვანე - იმედი