
საქმეს სწრაფად ართმევს თავს მხოლოდ ის ვინც მუშაობს ხარისხიანად. ეს თეზისი ანგრევს იმ სტერეოტიპს, რომ სწრაფად მუშაობით საბოლოო საქმე სწრაფად კეთდება, ეს ასე არ არის. ხშირად წრაფად გაკეთებული საქმე საჭიროებს ხელახლა გაკეთებას უხარისხობის გამო, რადგან საჭიროებს გადამოწმებას, პრობლემის შემთხვევაში მთელი გაკეთებული საქმი ხელახლა დეტალურ გავლას, ცვლილებების შეტანას და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნელი, მაგრამ ორგანიზებული და დაკვირვებული მუშაობის შედეგად საქმე უფრო სწრაფად და ხარისხიანად კეთდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმე სწრაფადაც აკეთოთ და ხარისხიანადაც. ყველა ადამიანს შეუძლია განვითარდეს საამისოდ, ამისთვის საჭიროა კონცენტრაცია და ორგანიზებულობა.