როგორ მოვიშოროთ ღაბაბი (8 ეფექტური ვარჯიში)
გთავაზობთ 8 მარტივ სავარჯიშოს, რომელიც დაგეხმარებათ დაიპატარავოთ ღაბაბი და დაჭიმოთ კანი ყელის არეში, არანაკლებ ეფექტურად ვიდრე ამას სალონებში აკეთებენ სპეციალური პროცედურებით. შედეგის მისაღწევა დაგჭირდებათ მცირეოდენი დრო ყოველდღიურად და სურვილი, რომ მუდამ სასიამოვნოდ გამოიყურებოდეთ და ფორმაში იყოთ.
გადაწიეთ თავი უკან, შეხედეთ ჭერს. ტუჩები გაწიეთ რაც შეიძლება წინ, თითქოს აპირებთ აკოცოთ ცას. გაჩერდეთ ამ მდგომრებაში დაახლოებით 5 წამის განმავლობაში. შემდეგ მოადუნეთ ტუჩები, გასწორდით და იგივე გაიმეორეთ დაახლოებით 15 -ჯერ.
დაჭიმვა გააღეთ პირი რაც შეიძლება ფართოდ და გამოყავით ენა წინ. გააჩერეთ ენა დაჭიმულ მდგომარეობაში 5 წამით, შემდეგ დამუწეთ პირი. გაიმეორეთ მოცემული სავარჯიშო 10 ჯერ. იმის დახმარებით, რომ იტვირთება ენა და კისრის კუნთები, ამ სავარჯიშოს ეფექტი არის მნიშვნელოვანი. ამ სავარჯიშოს დროს იტვირთება ის კუნთები რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არის მოდუნებული, სვარჯიშოს დახმარებით კი ისინი იტვირთებიან და კანის იჭიმება.
წინ და მაღლა გადაწიეთ თავი უკან, შეხედეთ ჭერს. რაც შეიძლება კისერი და ქვედა ყბა წინ წაწიეთ. გაჩერდეთ ისეთ მდგომარეობაში რომელიც ფოტოზეა ასახული 10 წამის მანძილზე. თავიდან ეს პროცესი შეიძლება არასასიმოვნოდ მოგეჩვენოთ და დისკომფორტი შექმნას, თუმცა მოითმინეთ. ყოველ შემდეგ ჯერზე ამ სავარჯიშოს გაკეტება უფრო გაგიადვილდებათ. გაიმეორეთ 10-ჯერ.
კისრის დახრა დადექით სწორად. მაქსიმალურად ახლოს მიიტანეთ ნიკაპი მკერდთან. ნელა მოაბრუნეთ თავი მარჯვნივ და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 წამის განმავლობაში. შემდეგ მიაბრუნეთ თავი მარცხნივ 5 წამით ყველა შორს სადამდეც შეგიძლიათ. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო 6-ჯერ. არ დაიღალოთ, შემდეგ 4 სავარჯიშო უფრო ადვილია.
ენა კბილებთან გააღეთ პირი რაც შეიძლება ფართოდ. ენის წვერით მიწვდით კბილებს. ისუნთქეთ პირით და თქვით "ა". დატოვეთ პირი ღია 1 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო კიდევ ერთხელ.
მასაჟი შეკარით მუშტი და 30 წამის განმავლობაში ნელი თანაბარი მოძრაობებით დაიმასაჟეთ კისერი მცირე მირტყმებით. ეს ვარჯიში ახდენს სისხლის მოძრაობის სტიმულირებას და ხელსუწყობს ცხიმების დაშლას. ეს კი ხელს უწყობს ღაბაბის გაქრობას.
წინ და უკან ხელი მოათავსე კისრის ქვემოთ, ასო V-ს მსგავსად, ისე როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.გააკეთეთ მოძრაობა წინ და უკან, დააკვირდით და იგრძენით, თუ როგორ მუშაობენ ქვედა ყბის კუნთები.როცა დაგეჭიმებათ კისერი გაჩერით ასეთ მდგომარეობაში 30 წამით. შემდეგ მოდუნდით და დაისვენეთ. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო 3-ჯერ.
მსუბუქი აზიდვა დაწექით ისე, რომ თავი მოათავსოთ საწოლის კიდეზე. ნელა აზიდეთ თავი მკერდის დონეზე. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ მხრები გქონდეთ უძრვ მდგომარეობაში. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო 2-3 ჯერ.