როგორ გავახაროთ მარწყვი აივანზე - rogor.ge

როგორ გავახაროთ მარწყვი აივანზე

 

იმის გათვალისწინებით, თუ როგორი აივანი გაქვთ და რა ზომის არის ის, შეარჩიეთ შესაფერისი მოცულობები. შეიძლება გამოიყენოთ ვერტიკალური საყრდენები მარწყვისთვის, ან ჩამოსაკიდი ქოთნები, სხვადასხვა გაფორმებული დასადგამი ქოთნები, შესაძლებელია პლასტიკური კონტეინერების გამოყენებაც, ასევე ხის პოდდონები და ყუთები.

 

ქოთნის არჩევის შემდეგ საჭიროა მისი გრუნტით შევსება, გირჩევთ რო ის შეიძინოთ, თუმცა მისი მომზადება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი. მიწა უნდა იყოს აუცილებლდ გაჯერებული და გამდიდრებული, რამდენიმე შრიანი და რაც მტავარია მსუბუქი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ზედმეტი ტენიანობა არ უყვარს მარწყვს, ფისი ფესვები იწყებენ ჭკნობას, ამიტომაც გრუნტი აუცილებლად უნდა იყოს დრენაჟით. ორგანიკის ნაკლებობაც არაა დასშვები, თორე მარწყვზე მეტი ფოთლები იქნება მოსავლისას.

 

იმისათვის, რომ მოხდეს ამის თავიდან არიდება, საჭიროა გრუნტის ტორფით გამდიდრება, ასევე ქვიშითა და ჰიდროგელით, სანაცვლოდ შემდეგში საჭირო აღარ იქნება მარწყვისთვის რაიმე დანამატის მიცემა. სასურველია თუ მომავალ წელს შეძლებთ და ძველ გრუნტს ახლით შეცვლით.

 

მარწყვს უყვარს მზე, ამიტომაც მისთვის იდეალური ვარიანტია ისეთი აივანი, რომელსაც მზე კარგად უდგება და არ იჩრდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი განათების გაკეთება.

 

მარწყვს მზესთან ერთად წყალიც უყვარს, თუმცა მისი დიდი დოზით მიცემა დამღუპველია, ამიტომაც დაასხით ხშირად, თუმცა მცირე რაოდენობით. მარწყვის ფესვის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მას ჭირდება არამაღალი, თუმცა განიერი ქოთნები.

 

არსებობს მარწყვის არაერთი ჯიში, თუმცა გირჩევთ ტოსკანას. აივნისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ელანიც. არის ფლორიანი, სარიანი და სხვები. მთავარია მოინდომოთ თქვენი აივნის გალამაზება და გაფორმება, დანარჩენი მარტივად გამოგივათ, გისურვებთ წარმატებას.