როგორ გავახაროთ მარწყვი აივანზე - rogor.ge

როგორ გავახაროთ მარწყვი აივანზე

იმის გათვალისწინებით, თუ როგორი აივანი გაქვთ, შეარჩიეთ ქოთნის შესაფერისი მოცულობა. შეიძლება გამოიყენოთ ვერტიკალური, ჩამოსაკიდი ან დასადგამი ქოთნები.

ქოთნის არჩევის შემდეგ საჭიროა მისი გრუნტით შევსება, გირჩევთ რომ ის შეიძინოთ მზა სახით, თუმცა მისი მომზადება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი. მიწა უნდა იყოს აუცილებლად გაჯერებული და გამდიდრებული, რამდენიმე შრიანი და რაც მთავარია მსუბუქი. ზედმეტი ტენიანობა არ უყვარს მარწყვს, ფესვები იწყებენ ლპობას, ამიტომაც გრუნტი აუცილებლად უნდა იყოს დრენაჟით.

იმისათვის, რომ მოხდეს ამის თავიდან არიდება, საჭიროა გრუნტის ტორფით გამდიდრება, ასევე ქვიშითა და ჰიდროგელით.

მარწყვს უყვარს მზე, ამიტომაც მისთვის იდეალური ვარიანტია ისეთი აივანი, რომელსაც მზე უდგება და არ იჩრდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი განათების გაკეთება.

2-1718176013.jpg

მარწყვს მზესთან ერთად წყალიც უყვარს, თუმცა მისი დიდი დოზით მორწყვა დამღუპველია. დაასხით ხშირად, მაგრამ თუმცა მცირე რაოდენობით. მარწყვის ფესვის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მას ჭირდება არა მაღალი, არამედ განიერი ქოთნები.

არსებობს მარწყვის არაერთი ჯიში, მაგრამ გირჩევთ "ტოსკანას". აივნისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ "ელანიც".

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სახლის ლიმონათი მარწყვით, ლიმონით და ბაზილიკით