როგორ მოვიქცეთ დაბალი წნევის დროს
დილით გაღვიძებისთანავე არ ადგეთ საწოლიდან. რამდენიმე წუთი დაუთმეთ გამოფხიზლებას. შემდეგ, წამოჯექით საწოლზე და ფრთხილად ადექით.
შეიმოწმეთ ჰემოგლობინი, რკინა (ფერიტინი) და D ვიტამინი. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს და იკვებეთ ჯანსაღად.
კარგად ისაუზმეთ. არ არის საჭირო დიდი რაოდენობით საკვების მიღება, უბრალოდ მსუბუქი კვება უმჯობესია შეცვალოთ სრულფასოვანი და მრავალფეროვანი რაციონით.
საჭიროა დიეტაზე უარის თქმა. რა თქმა უნდა, არავინ ურჩევს დაბალი წნევის მქონე ადამიანს "კარგად დანაყრებას", მაგრამ დიეტები, რომლებიც მოიაზრებენ მცირე რაოდენობით ან ერთგვაროვანი საკვების მიღებას მნიშვნელოვნად აუარესებენ მდგომარეობას.
მავნე ჩვევებზე უარის თქმა. თუ გსურთ რომ იშვიათად იგრძნოთ თავბრუსხვევა და სისუსტე, გაზარდოთ შრომისუნარიანობა, მაშინ ერთმნიშვნელოვნად უნდა გადაწყვითოთ უარი თქვათ ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეთის მოხმარებაზე.
თუ დაბალი წნევა გაქვთ, დაწექით ზურგზე უბალიშოდ და ფეხები შემაღლებულ ადგილას დადეთ.
დალიეთ ყავა/მაგარი ჩაი.
მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი.
გახსოვდეთ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური აქტივობა - ისეირნეთ, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, იარეთ აუზზე. თავს უკეთ გაგრძნობინებთ მასაჟის სეანსები. არ ღირს რეკორდების დამყარება, კუნთების დაყენებაზე ორიენტირება და სარბენ ბილიკზე ენერგიის გამოფიტვა.