როგორ შევინარჩუნოთ წონა დიეტის შემდეგ
როგორც წესი, დიეტის შემდეგ როცა უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კვების რაციონს დაკლებული კილოგრამებიც იწყებენ ისევ შევსებას და მომატებას, თან ძალიან მარტივად. ამის გამო საჭირო ხდება კვლავ დიეტის დაცვა. ეს კი ყველაფერი დამეთანხმდებით ძალიან მოსაბეზრებელია. არც ყველაფრის ისე დატოვება არ შეიძლება როგორც არის, საშინელი გრძნობაა როცა საკუთარი სხეული თქვენ თვითონ არ ხართ კმაყოფილი. დიეტის გახსენებაზე კი უკვე "ალერგია" გაქვთ.
გაიხსენეთ რა იყო მიზეზი რის გამოც დაიწყეთ დიეტის დაცვა. ჩვეულებრივ შემთხვევებში მისი მიზეზია სხეულის წონით და ფორმით უკმაყოფილება, ყველას სურს, რომ მიალოებული იყოს "სილამაზის სტანდარტს". ქალბატონების უმრავლესობა რომლებიც იწყებს დიეტის დაცვას, იშვიათობაა მათგან ვინმემ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რომელიც შეურჩევს მისთვის ზღვრულ რაციონს და ფიზიკური დატვირთვის დოზას. ექიმთან კონსულტაცია სასურველია, ზოგი ფიქრობს, რომ მას აწუხებს ზედმეტი წონა მაგრამ ეს ასე არ არის, ზედმეტად წონის დაკლება კი სხვა ჯანმრთელობისთვის საშიშ პრობლემებს იწვევს. გსმენიათ ალბათ ანორექსიაზეც. ასევე მეორე მიზეზი რის გამოც სასურველია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია დიეტის წინ ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შესაძლოა ზედმეტი წონა გამოწვეულია არა ცუდი რაციონით არამედ რამე დაავადებით. ამ შემთხვევაში კი დეტის ნაცვლად კვალიფიკაციური მკურნალობაა საჭირო.