
პირველ რიგში, აუცილებელი იცოდეთ, რომ ტანსაცმელი, რომლითაც წახვალთ ლაშქრობაშ უნდა იყოს ღია ფერის. რატომ? იმიტომ, რომ მიუხედავად ყვეალფრისა ლაშქრობისას შეიძლება საფრთხე დაემუქროს თქვენს სიცოცხლეს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შემთხვევით ჩამორჩეს ჯგუფს და დაიკარგოს. ხოლო მისი ძებნა ტაიგაში და ხშირ ტყეებში ძალიან რთულია, ხოლო მუქი ფერის ტანსაცმელი კიდევ უფრო გაართულებს ამ პროცესს. ამიტომაც სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მაინც შეეცადეთ ისეთი ფერის ტანსაცმელი გეცვათ, რომ ადვილი დასანახი და შესამჩნევი იყოთ.