როგორ შევწვათ ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთისა და ცხიმის გარეშე - rogor.ge

როგორ შევწვათ ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთისა და ცხიმის გარეშე

აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილები, კარგად გაასუფთავეთ და დაჭერით 1 სანტიმეტრის სისქეზე. დიდი ზომის შემთხვევაში ის არ დაიბრაწება კარგად, ხოლო თუ თხელი იქნება პირიქით, ძალიან მალე დაიწვება.

1-1721978075.jpg

4-1721978040.jpg

აიღეთ კვერცხი, გატეხეთ ისე, რომ ცილა დარჩეს მარტო და მოათავსეთ თასში. დაუმატეთ მარილი, პაპრიკა და შავი პილპილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ ცილა გადაიქცეს ქაფის მასად.

5-1721978149.jpg

მოამზადეთ თქვენ მიერ დაჭრილი კარტოფილი და ჩადეთ იმ თასში, სადაც არის ცილის მასა. შეეცადეთ, რომ კარგად აურიოთ ერთმანეთში და კარტოფილები გაიჟღინთოს სითხით.

გაამზადეთ ღუმელი, გაახურეთ ის 200-დან 220 გრადუსამდე. ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და მასზე სათითაოდ დაალაგეთ კარტოფილები. შემდეგ შედგით გაცხელებულ ღუმელში.

6-1721978207.jpg

აცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ ქაღალდი და გააგრძელეთ შეწვა იმ კონდიციამდე, სანამ კარტოფილი არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

როგორც მიხვდებით, რომ თქვენი კერძი გამზადდა, გამოიღეთ ღუმელიდან და რამდენიმე წუთი დააცადეთ გაგრილება. ამის შემდეგ კი თამამად შეგიძლიათ მიირთვათ. არ დაგავიწდეთ, რომ მეგობრებსაც გაუზიაროთ ცოდნა, თუ როგორ მოამზადონ ასეთი გემრიელობა ზეთისა და ცხიმის გარეშე.

7-1721978306.jpg