როგორ გავაუმჯობესოთ სისხლის ცირკულაცია
ფიზიკური ვარჯიშები - ყველაზე კარგი და ჯანსაღი საშუალება სისხლის ცირკულირების დასარეგულირებლად. არ არის აუცილებელი, რომ რთული სავარჯიშოები აკეთოთ ყოველ დღე, გაისერინეთ საღამოს 30 წუთით კვირაში 5 ჯერ მაინც. კარგია თუ დაკავდებით ცურვით, ასევე ველოსიპედით სეირნობაც შესაშნივად ასტიმულირებს სისხლის ცირკულირებას. კარგია თუ დილით გაღვიძებისას შეასრულებთ მარტივ კომპლექსურ ვარჯიშებს, აერობიკას, ეს მხოლოდ 15 წუთს წაგართმევთ, თუმცა მთელი დღე მხნედ იქნებით.
რეგულარული მასაჟი ეხმარება სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და აწვდის მას მთელ სხეულს.მომადუნებელი მასაჟი მთელ სხეულზე აფართოვებს სისხლძარღვებს, ეს კი ხელს უწყობს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას. ხელზე დაისხით ზეითუნის, ქოქოსის ან მინდალის ზეთი, დაისრუსეთ ხელის გულები. კარგია თუ რამდენიმე წვეთ როზმარინის ზეთსაც გამოიყენებთ. ნაზი პროპორციული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი ხელებზე, ტერფებზე, ფეხებზე და სხვადასხვა სხეულის ნაწილზე როგორც მაოხერხებთ. მასაჟის შემდეგ რამდენიმე წუთით წამოწექით და დაისვენეთ. გაიმეორეთ პროცუდურა კვირაში რამდენჯერმე.