როგორ გავხადოთ მუცელი გლუვი ვარჯიში "ვაკუუმით" - rogor.ge

როგორ გავხადოთ მუცელი გლუვი ვარჯიში "ვაკუუმით"

 

დაწექით ზურგზე. ხელები კორპუსისგან მცირე დაშორებით მოათავსეთ. ფეხები მუხლებში მოხარეთ. მოდუნდით და მოადუნეთ სხეულის კუნთები, პარალელურად გააკეთეთ ნელი ამოსუნთქვა. არ დაგავიწყდეთ სპორტული ტანისამოსისა და სავარჯიშო ელასტიკების შეძენა. ასევე სპორტული აქსესუარები, სავარჯიშო კომპლექტი, კომბინიზონი და push-up (ფუშ აფ) ელასტიკი

 

როგორც კი მორჩებით ამოსუნთქვას საჭიროა მუცლის კუნთები დაჭიმოთ და შეწიოთ ის შიგნით როგორც შეძლებთ ისე. შეიკავეთ სუნთქვა 10-15 წამით. შემდეგ გააკეთეთ კვლავ მცირე შესუნქთვა და კიდევ შეწიეთ მუცელი.

 

არ მოადუნოთ პრესი, კვლავ დაჭიმეთ მუცლის კუნთები და შეიკავეთ თავი 10-15 წამით. თუ თავიდან არ გამოგდით მაგდენ დროით, შეგიძლით შემდეგ ცდებზე გაზარდოთ.

 

საკმარისი დროის გასვლის შემდეგ ამოისუნთქე, მოადუნე მუცელი, გააკეთე რამდენიმე სრული ჩასუნთქვა ამოსუნთქვა მშვიდად.ბოლოსკენ, როგორც კი დაისვენებ ცოტას, შეწიე მუცელი კვლავ იმდენად, რამდენადაც შეძლებ და უცებ გამოწიე (გამობერე) ის ამსუნთქვის გარეშე.

 

ყველა სავარჯიშოს აქვს უკუჩვენებები, სამწუხაროდ ესეც მათ სიაშია. არ ივარჯიშოთ თუ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გაწუხებთ თორმეტგოჯა ნაწლავი. რაც შეეხება ქალბატონებს,გაითვალისწინეთ, რომ ამ სავარჯიშოს გაკეთება არ შეიძლება კრიტიკულ დღეებში. იყვით ფრთხილად თუ გაქვთ ფილტვებისა და გულ-სისხლძართვა რამე პათოლოგია ან თიაქარი.

 

თუ თქვენ სრულად გაეცანით უკუჩვენებებს და არ გაწუხებთ არცერთი ზემოთჩამოთვლილი ჯანმრთელბის პრობემებიდან შეგიძლიათ დღეიდან შეუდგეთ ვარჯიშს და ნახოთ როგორი შედეგი გექნებათ 1 თვეში, თუ კვირაში 5 ჯერ მაინც რეგულრულად შეძლებთ ამ სავარჯიშოს შესრულებას. სასურვლია მისი გაკეთება დილით ან ძილის წინ. გაუზიარეთ ეს ინსტრუქცია მეგობრებს, ასწავლეთ მათ თუ როგორ უნდა დაიყენონ გლუვი მუცელი.